ფოტოები და ილუსტრაციები მამაზე გვიყვება მშობელი ყველაზე საიმედო საყრდენია ცხოვრების გზაზე. მითუმეტეს, ბავშვისთვის, რომელიც ცხოვრების პირველ გაკვეთილებს სწორედ მშობლების მაგალითიდან ითვისებს. ზოგჯერ დედის გვერდით მამის როლი უფრო მოკრძალებული ჩანს, არადა მამის როლი უზარმაზარია.
ბევრი მოსაზრებაა იმასთან დააკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს კარგი მამის ყოლას ბავშვის ცხოვრებაში. თუ მამა ხარ, შენი შვილისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი. სწორედ ამის თქმა უნდოდათ ამ ილუსტრაციების შემქმნელებს.
უნდა დაიცვა სიცივისგან, წვიმისგან, ატარო მხრებით.
გახდე მისი ხიდი, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს და ამაში დაეხმარო.
თავიდან წაუკითხო ზღაპრები, მოგვიანებით კი წიგნების კითხვა შეაყვარო და ციტატები მოიშველიო.
მამობა ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე როგორც დედობა. დედის როლი შვილის ცხოვრებაში დაუვიწყარია, თუმცა მას სითბოთი, მზრუნველობით, დაყვავებითა და ალერსით არც მამა არ უნდა ჩამორჩებოდეს.
ნათია ხუნაშვილი