69 წლის პუგაჩოვასა და 42 წლის გალკინის ტყუპი 5 წლის გახდა - რა აჩუქეს დაბადების დღეზე (ფოტოები+ვიდეო)
69 წლის პუგაჩოვასა და 42 წლის გალკინის ტყუპი 5 წლის გახდა - რა აჩუქეს დაბადების დღეზე (ფოტოები+ვიდეო)
19 სექტემბერს ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპს პირველი იუბილე ჰქონდა - 5 წლისანი გახდნენ. 42 წლის მამა და 69 წლის დედა გიჟდებიან შვილებზე. დაბადების დღე საოცარი მოუწყვეს. მათ ზღვა ყურადღება და ყველაზე ძვირფასი საჩუქრები მიიღეს.

ბავშვებს მათ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. დიდი ხანია ითხოვდნენ შინაურ ცხოველს და ალა დანებდა. ქმართან ერთად მან პატარებს იადონები და ზღვის გოჭები აჩუქა. ინსტაგრამზე გალკინმა ამაღელვებელი ვიდეო დადო, როგორ უხარიათ ლიზას და გარის ახალი ცხოველები.



ახლა ბავშვებს საკუთარი ზოოპარკი აქვთ. მომავალ წელს მათ ძაღლს ან
კატასაც პირდებიან.

იხილეთ დაბადების დღის ამსახველი ვიდეო

როგორც იცით, ტყუპი 2013 წელს გაჩნდა - სუროგატმა დედამ გააჩინა. ბავშვებმა მალე მოიპოვეს პოპულარობა მშობლების თაყვანისმცემლებს შორის.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბავშვები ნიჭიერები და ცნობისმოყვარეები არიან. კარგად სწავლობენ ბაღში, იციან ასოები, ციფრები, ასევე სწავლობენ ფრანგულს - სორბონას კურსდამთავრებულ მასწავლებელთან. ბავშვებს ორი კვალიფიციური ძიძაც ჰყავთ.

mshoblebi
mshoblebi

9554
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
lika
0
მეც მინდა 69 წლის ასაკში ასე გამოვიყურებოდე
13:24 / 21-09-2018
2
სუპერ! ძალიან კარგი ბავშვები არიან. გალკინი კარგი პიროვნებაა. ალაც დამშვიდდა ბოლოს და ბოლოს, ნიჭი კი არასდროს არ აკლდა.
11:03 / 21-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```