არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ კარიერის ოჯახთან, მამობასთან წარმატებულად შეთავსებას. გთავაზობთ ცნობილი მამების ხუთეულს... კარიერულად წარმატებული ადამიანებისთვის, რთულია ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნება. ხშირია შემთხვევები, როცა ცნობილი ადამიანების შვილებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ ბავშვობაში, მშობლებთან ურთიერთობის დანაკლისით გამოწვეული სტრესი. თუმცა ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ კარიერის ოჯახთან, მამობასთან წარმატებულად შეთავსებას. გთავაზობთ ცნობილი მამების ხუთეულს, რომლებსაც ბავშვებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ილია ბეროშვილს ყოფილი ცოლისგან, ჟურნალისტი ნელი აგირბასგან ორი ქალიშვილი ჰყავს.
ილო ბეროშვილი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში უპირველესი ადგილი მის შვილებს უჭირავთ. "ვიტყოდი, რომ კარგი მამა ვარ, მაგრამ ეს ცალკე ამბავია… თავიდან ბოლომდე გცვლის მამობა. აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება, როდესაც მათთან ვარ." - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ის.
ცნობილი ბლოგერის, გურამ შეროზიას ცოლს წინა ქორწინებიდან ჰყავდა შვილი, რომელიც გურამმა შეიყვარა და საკუთარ შვილად მიიღო. "მე ბედნიერი ბიჭი ვარ და ის, რაც ვინმესთვის სირცხვილი შეიძლება იყოს - მეამაყება! " - ამბობს ის.