"კარგით რა, არ გრცხვენიათ? ისე ვიცხოვრე, მგონი განაწყენებული ადამიანიც არ უნდა მყავდეს!"
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება:"ჩემო საყვარელო მეგობრებო, ვიღაცას ძალიან აწყობს, რომ მე ვიყო უკიდურესად ცუდად... ხალხი მირეკავს, მათ შორის ატირებული მეგობრები და ისეთ დიაგნოზებს მეუბნებიან, რომ მე თვითონ შევიტანე ეჭვი ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაში... კარგად ვარ, ვმუშაობ, გუნება-განწყობა არაჩვეულებრივი მაქვს! კარგით რა, არ გრცხვენიათ? ისე ვიცხოვრე, მგონი განაწყენებული ადამიანიც არ უნდა მყავდეს! მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და ჯანმრთელობას თუ შეიძლება! გიშლით ვინმეს ხელს? მომიტევეთ, მაგრამ წუხელ რაღაც ცუდი სიზმარი აქვთ ნანახი ზოგ-ზოგებს! წყობიდან გამოვედი! ბოროტი ხალხი ვართ! არასდროს დამიწერია მსგავსი პოსტი, ვწერ მხოლოდ ინფორმაციისთვის!" - წერს მამუჩიშვილი.