შარშან პირველკლასელმა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილმა სრულიად ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ბიჭუნამ პუტკუნა ლოყობითა და გასაოცარი მანარებით ადვილად შეაყვარა ყველას თავი.
წელს, როგორც შარშან, ნიკოლოზი ისევ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, საქმე იმაშია, რომ იგი ძალიან გამხდარია და მისი ცნობა გაუჭირდათ ფოტოებზე, რომელიც დედამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში ნიკოლოზის მამა ზურა ჭიჭიკოშვილი აღნიშნავს, ბიჭი გაიზარდა, დღის წესრიგი შეეცვალა, ბევრს მოძრაობს, ტკბილეულსაც ნაკლებს ჭამს, რაც თავისთავად აისახა მის გარეგნობაზე.
"ისეთი არაფერი მომხდარა, გაიზარდა და უფრო მეტად მოძრავი გახდა, საკვებ რაციონსაც ვარეგულირებთ, ფაქტობრივად დაუბრუნდა იმ ფორმას, როგორ ფორმაშიც წლების წინ იყო" -ამბობს ნიკოლოზის მამა.
რუსკა კილასონია