"ბულინგი ბავშვებს შორის 21-ე საუკუნის გამოწვევად იქცა, თუმცა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ბულინგია აღმოსაფხვრელი სკოლებში, რომ მოსწავლეებს მაგალითი მივცეთ. ჩემი შვილი პირველ კლასშივე გახდა მსხვერპლი, როცა დამრიგებელმა ექსკურსიაზე, საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა, იმის გამო, რომ თასმის შეკვრა არ შეეძლო და ისიც დაამატა, თუ ვერ ვასწავლეთ შეკვრა "ფხრიწიანი" ფეხსაცმელი მაინც ჩაგვეცვა ხოლმე. ბოლოს, ისიც მიგვითითა, რომ ბავშვი სკოლიდან "წაგვეთრია". დირექცია ჩავაყენე საქმის კურსში, დეტალურად ავუხსენი რომ ბავშვი
აჩუქეთ ბავშვებს სითბო და სიყვარული, მერწმუნეთ (საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი) ისინი ორმაგად დაგიბრუნებენ ამ პოზოტივს. იყავით არა "ავტორიტეტი" მათ თვალში, როგორც ჩემი შვილის ყოფილი დამრიგებელი მიიჩნევს თავს (თავად თქვა), არამედ საუკეთესო მეგობრები, რადგან მოსწავლემ წინა დღეს დაზუთხული ლექსი კი არა, თავის ემოციები და შეგრძნებები უნდა მოგვიყვეს.
პ.ს. განათლების სამინისტრო, მიაქციეთ ყურადღება მსგავს შემთხვებს. მზად ვარ დეტალურად მოვყვე ყველაფერი, რადგან პოსტში კიდევ ბევრი რამ არ წერია".