ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 21 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!".
ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნული კურთხევას უკვე მესამე წელია მრევლი ყოველ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს ასრულებს.
ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.