"ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს, იმას ვთხოვ, მეტი აღარავინ იმსხვერპლოს" - როგორ მიმართავს დედა მძღოლს, რომელმაც მისი 8 წლის მარიამი იმსხვერპლა
"ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს, იმას ვთხოვ, მეტი აღარავინ იმსხვერპლოს" - როგორ მიმართავს დედა მძღოლს, რომელმაც მისი 8 წლის მარიამი იმსხვერპლა
ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა - 2018 წელს უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, უამრავმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

11 სექტემბერს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა გლდანში, სადაც 27 წლის ქალს და 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, სამწუხაროდ, ორივე ადგილზე დაიღუპა. იმის ნაცვლად, რომ მძღოლს დაშავებულების გადარჩენაზე ეზრუნა, შემთხვევის ადგილი მიატოვა და გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა ბრალდებული, 26 წლის ახალგაზრდა.
მას პატიმრობაც შეეფარდა. როგორც ირკვევა, ის არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის, შემთხვევის დღესაც ავტომობილს მთვრალი მართავდა.

ამ ტრაგედიამ საზოგადოებას გასული წლის მარტში მომხდარი უბედური შემთხვევა გაახსენა, როცა აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობისას, გაჩერებასთან, ტროტუარზე მანქანა სისწრაფით ავარდა და იქ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა 8 წლის მარიამ ჯიქურაძე, ხოლო დედამისი, 44 წლის ნანა ოჩიგავა უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყანეს. ქალბატონი ნანა დიდ ხანს აპარატზე იყო შეერთებული, მას თავში დაზიანებასთან ერთად, ასევე უამრავი მოტეხილობა აღენიშნებოდა. ქალმა 3 თვეზე მეტი კლინიკაში გაატარა, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა დედამ 5 თვის შემდეგ გაიგო ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალების ამბავი. მანამდე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში იყო.

ძალოვნებმა მაშინ დააკავეს თორნიკე ტუღუში.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების მიხედვით, "2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი "ბმვ"- ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

როგორც ჯიქურაძეები ამბობენ, ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა მანქანის მართვა 3 წლით.

ახლობლები ამბობენ, რომ 8 წლის მარიამი საოცრად თბილი, მოსიყვარულე და მგრძნობიარე გოგონა იყო.
ჯიქურაძეების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და წლებია ვაშლიჯვარში, დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა ოთახში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. რატომღაც სახელმწიფომ ამ წლების განმავლობაში მათთვის კუთვნილი ბინის გამოყოფა ვერ შეძლო. მარიამი ოჯახის ნაბოლარა შვილი იყო. მას 22 წლის ძმა ჰყავს. სწორედ ის ჩავიდა ტრაგედიის ადგილას და პირველმა ნახა გარდაცვლილი პატარა დაიკო.

მალე ორი წელი გავა ამ ტრაგედიიდან. დავინტერესდით როგორი იყო ქალბატონი ნანა ოჩიგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევ მივადექი მათ საცხოვრებელ სახლს, იმ პატარა ოთახის კედლები დღემდე მარიამის ხელით არის მოხატული, ოთახში სალოცავი კუთხე აქვთ, კედელზე ხატებია, ხატები, რომლის წინ პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა. პატარა მაგიდაზე მარიამის ჩანთა დევს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ხელში ეჭირა და სკოლაში მიიჩქაროდა.

სათუთად ეფერება დედა შვილის ნაწერებს და ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და ლოცულობს. განაგრძეთ კითხვა
2395
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?