"ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა" - როგორია ბავშვის მდგომარეობა ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში გადმოჰყავთ.
როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.
'ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა' - როგორია ბავშვის მდგომარეობა