"გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია" - თაკო ნაცვლიშვილი თავის მოვლის საიდუმლოს ამხელს
"გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია" - თაკო ნაცვლიშვილი თავის მოვლის საიდუმლოს ამხელს
ბოლო დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე საკუთარ რეცეპტს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია:
"გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია. ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ ვინარჩუნებ ფორმას. პირველი მიზეზი გენეტიკაა. დედაჩემიც მუდმივად ფორმაშია, მეორე - ფიზიკური დატვირთვა. ყოველდღიურად 5 კილომეტრს გავდივარ ფეხით. გარდა ამისა, ვსვამ 3-4 ლიტრ წყალს.

mshoblebi
მაგრამ დღეს დიეტებსა და ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ ვილაპარაკებ, გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ უნდა დავწვათ ცხიმი და
კალორიები. თუკი შევამჩნიე, რომ 1-2 კილო მაქვს მომატებული, ამ რეცეპტს ვიყენებ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შეგექმნათ, მაგალითად გამოიწვიოს გასტრიტი.

mshoblebi
ჩემი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1. ნახევარი ლიმონი
2. მწვანე ჩაი, უმჯობესია არა პაკეტის
3. ერთი გრეიფუტი
კარგი იქნება თუ ამ რეცეპტს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყენებთ, მანამდე თქვენი ბოლო ჭამიდან ორი საათი მაინც უნდა იყოს გასული. საღამოს ერთი გრეიფუტი მიიღეთ, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც წინასწარ ნახევარ ლიმონს ჩაწურავთ. ეს სინთეზი ცხიმის დაწვას ადვილად უმკლავდება"- აღნიშნავს მოდელი.

3301
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
izi
0
4 ლიტრ წყალს თირკმელი გაუძლებს?
09:49 / 24-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```