ამბობენ, შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაშორება გახდა ტრაგედიის მიზეზი საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა გამოძიებას დადგენილი გორში 14 წლის გოგონას გარდაცვალების მოტივი. ტრაგედია 12 სექტემბერს მოხდა. 14 წლის მარიამ ჯავახიშვილი იმ დღეს სახლში მარტო იყო. დედისერთა გოგონა წმინდაწყლის უბანში დედასთან და 80 წლის ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. სახლში დაბრუნებულმა დედამ კარზე დიდხანს აკაკუნა, შვილს ეძახდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ბინაში რომ ვერ შეაღწია, კარის გაღებაში მეზობელი დაეხმარა, რომელიც სახლში არ შეჰყოლია. გოგონას დედა, მაია შევიდა შვილის ოთახში და იქ შემზარავი სურათი დახვდა: მისი ერთადერთი გოგონა ფარდის საკიდზე ფეხსაცმლის თასმით იყო ჩამოკიდებული. გამწარებული დედა მივარდა შვილს და თავისი ხელით ჩამოხსნა, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. როგორც ჩანს, დედა იმდს არ კარგავდა და "სასწრაფოშიც" დარეკა, მაგრამ ვეღარაფერი უშველა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მარიამის ახლობლებს უჭირთ იმის ახსნა, რატომ უნდა მისულიყო გოგონა ამ მდგომარეობამდე. მარიამს ყველა კარგად ახასიათებს. ამბობენ, რომ იყო ძალიან თბილი, კეთილი, ემოციური ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი ინტერნეტით გავრცელებულ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა და შესაძლოა, ეს გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი. ამის თქმის საფუძველს გოგონას სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები იძლევა. ადრე მან მუცელიც დაისერა, რის გამოც დედას ის ექიმთან და ფსიქოლოგთან დაჰყავდა. "რამდენიმე თვით ადრე მუცელი და მკლავები ჰქონდა დასერილი. რომ ვკითხეთ, რატომ დაისერეო, გვიპასუხა, ეს არაფერია, ფსიქოლოგთან რომ ვიყავი, იმანაც მითხრა, ყველა თინეიჯერი აკეთებს ამასო. . . ფსიქოლოგთან დადიოდა. "შრამები" რამდენიმე თვით ადრე შევნიშნეთ. ადრე ბავშვობაში ტრავმაც ჰქონდა მიღებული, მაშინ მე-2 სართულიდან გადმოვარდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, გადარჩა. ამბობდა ტვინის შერყევა მქონდაო", -იხსენებს გოგონას მეგობარი.
ამბობენ, შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაშორება გახდა ტრაგედიის მიზეზი. საუბრობენ ფსიქიკურ პრობლემებზეც.