ისინი პირველები გახსნიან მსოფლიოში აღიარებული ბრენდების სათამაშოებს, გამოცდიან მათ, ითამაშებენ ბევრს ყურადღება! ყურადღება!
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ იწყებს ძალიან საინტერესო Youtube გადაცემას „სათამაშოების ექსპერტები“, რომლისთვისაც ვეძებთ 5-8 წლის ერთ მომღიმარ, ლამაზ გოგონას და ერთ ცელქ და ასევე მომღიმარ ბიჭუნას.
ჩვენი გადაცემის მეშვეობით „სათამაშოების ექსპერტები“ პირველები გახსნიან მსოფლიოში აღიარებული ბრენდების სათამაშოებს, გამოცდიან მათ, ითამაშებენ ბევრს და ასევე გააცნობენ ჩვენს მაყურებელს ყველაზე საინტერესო სათამაშოებს.
იმისათვის, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, დები ან ძმები გახდნენ ჩვენი სახალისო გადაცემის ყველაზე პოპულარული სახეები, გამოგვიგზავნეთ მცირე ვიდეო (მინ.: 30 წმ.), სადაც ბავშვები მოკლედ ისაუბრებენ საყვარელი სათამაშოს შესახებ. ვიდეო გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: Marketing@Pepela.ge ან პეპელას Facebook გვერდზე.❗
ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.