როგორ იზრდება პატარა ევა, რომლის დედის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა
როგორ იზრდება პატარა ევა, რომლის დედის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა
რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო შეძრა ოჯახის ტრაგედიამ, სადაც 26 წლის მშობიარე – ნათია ჩაგანავა გარდაიცვალა. მან შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და თითქმის 2 თვე კომაში იმყოფებოდა. ნათიას გულმა უღალატა.
"ნათიას მუღლე თოთო ბავშვით ხელში მარტო დარჩა. ამბობდა, ყოველ ღამე მესიზმრება ნათია ხელს როგორ მიქნევს და მეუბნება, წადიო. სულ პანიკაში იყო და რომ გაიღვიძებდა, მაშინვე ნათიას ეძებდა. მთელი ორგანიზმით გრძნობდა ალბათ რომ ვერ გადარჩებოდა~ ... - გვითხრა მაშინ ოჯახის ახლობელმა – თიკო აბაშიძემ, რომელიც პატარა ევას ნათლიაა და დდღეს ევაზე
გვესაუბრა...
mshoblebi
მამასთან ერთად

- ევა ძალიან კარგი და საყვარელი ბავშვია. მას ბებია – ნათიას დედა უწევს მეურვეობას და ისე ზრდის რომ ცივ ნიავსაც კი არ აკარებს. Eევა დღითიდღე სულ უფრო და უფრო დედას ემსგავსება. სულ ნათიას გვაგონებს, იმდენად დიდი მსგავსებაა.

- ამ ოჯახს ძალიან ბევრი ადამიანი გუულშემატკივრობდა...


- დიახ და დღესაც არ აკლიათ კეთილისმსურველები. ძალიან დიდი ინტერესი დღემდეა შემორჩენილი და სულ გვეკითხებიან, ბავშვი როგორ არის, როგორ იზრდება, რა მდგომარეობაშია დღეს ოჯახი... ერთი ქალბატონი საბერძნეთიდან ჩამოვიდა საგანგებოდ და ევას საჩუქრები ჩამოუტანა. ეს ყველაფერი გულს მითბობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გაჰყვება ბავშვს დედის გარდაცვალებით
გამოწვეული თანაგრძნობა... ოჯახი დევნილია აფხაზეთიდან და დევნილთა სამინისტრომ ბინა გადასცათ ბათუმში, სადაც ალბათ მალე შევლენ.
- ევას მამა რამდენად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში?

- ევას მამა ზოგჯერ დღიური სამუშაოებით თურქეთშია... ძალიან აქტიურად არის ჩართული ბავშვის მოვლაში.

ჩვენს ფონდში "იალქანი" ხშირად მოჰყავთ ევა სტუმრად. ჩვენ ერთადერთი ის მოვახერხეთ ფონდის სახელით, რომ ამ ხნის განმავლობაში ბავშვის კვებას ვუზრუნველყოფთ.

mshoblebi
ევას ნათლობა

mshoblebi
ევა ნათლიასთან ერთად

მანანა გაბრიჭიძე

17249
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nini
0
გაიზარდე პატარავ ქვეყნის საამაყო სჰვილი.
12:51 / 25-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```