მისი შვილი გადარჩა და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს 18 წლის გოგონა, სალომე სუქიაშვილი, რომელიც პირველ შვილს ელოდებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გარდაცვალება საკეისრო კვეთამ გამოიწვია. თუმცა ოჯახის ახლობლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ მიზეზი ანევრიზმა იყო. სწორედ ანევრიზმა გახდა დაუგეგმავი საკეისროს მიზეზი, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
მისი შვილი გადარჩა და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. სალომემ ოჯახი, ერთი წლის წინ შექმნა.
რა არის თავის ტვინის ანევრიზმა - ვერაგი დაავადება, რომელსაც ახალგაზრდებიც ეწირებიან