დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა
"ჩემო უკეთილშობილესო, ჩემო საამაყო, შენი ტკბილი გული როგორ უნდა გაჩერებულიყო. ჩემო დიტუნა, ჩემო ბიძიკო. ვერ ვიჯერებ, ვერ ვიაზრებ, რომ შენ ამქვეყნად აღარ უნდა იყო. უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩემო გულტბილო და სუფთა ადამიანო. ამას როგორ გავუძლებთ არ ვიცი, ბიძიკო" - წერს სოციალურ ქსელში დიტო ტატიშვილის ახლობელი, რომელმაც mshoblebi.ge - ს მისი გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურა.
როგორც აღმოჩნდა, დიტო საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
თუ რატომ გადაწყვიტა დიტომ ბავშვებისთვის აუზის ყიდვა და დამონტაჟება mshoblebi.ge - სთან მაშინ აღნიშნა, რომ უნდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში.
"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსკა კილასონია