"20 წლის გოგო ყურსასმენებით ლიანდაგზე გადადიოდა, საყვირის ხმა ვერ გაიგო" - მატარებელმა ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა
"20 წლის გოგო ყურსასმენებით ლიანდაგზე გადადიოდა, საყვირის ხმა ვერ გაიგო" - მატარებელმა ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა
მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, თბი­ლი­სი­დან შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და. სა­უ­ბა­რია სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბელ­ზე.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ დრო­ის­თვის მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­მან­ქა­ნე­ებ­მა ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც ჩარ­თეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა შე­ჯა­ხე­ბა მა­ინც მოხ­და.

„გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზი სუ­ი­ცი­დი იყო თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც მის­ცეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ დის­ტან­ცია არ ეყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან
საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.
ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 წლის ქალს მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა, გარ­დაც­ვლი­ლი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 275-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.
2606
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
alamaria
0
მართალია ყველგან ეს ყურსასმენები ავტობუსში გზაზე გადასასვლელებზე და ა >შ.უნდა აიკრძალოს !მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში გაიკეთონ და უსმინონ სიარულის დროს რა უბედურებაა..
18:39 / 25-09-2018
ლელა დ.
0
ღმერთმა გაანათლოს ანგელოზი გოგონას სული... საზოგადოებრივ ადგილებში, ახალგაზრდებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ერთი ყურიდან აუცილებლად გამოიძრონ ყურსასმენი...ზოგი ღიმილით მიჯერებს, ზოგიც ბრაზდება, ,,ვინ ეკითხებაო'', მაგრამ მაინც ვაგრძელებ... იქნებ, მივაჩვიოთ ადამიანები ერთი ყურის გათავისუფლებას მაინც, სახიფათო ადგილებზე...
15:24 / 25-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```