ყველას უჭირს დაჯერება, რომ ეს ხალისიანი გოგო დღეს მათ გვერდით აღარ არის გოგონა, რომელიც დღეს ფეიქრების ქუჩაზე მატარებელმა იმსხვერპლა, 20 წლის ანუკი ყელბერაშვილია. თვითმხილველთა თქმით, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატერებლის საყვირის ხმა ვერ გაიგო. გამოძიება დაადგენს, ეს სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა.
ანუკის გარდავცალებას ფეისბუქზე უამრავი ადამიანი ეხმაურება. ყველას უჭირს დაჯერება, რომ ეს ხალისიანი გოგო დღეს მათ გვერდით აღარ არის.
„ვაიმე შვილო, ნანუკი, ჭკუაზე არ ვარ. ეს რა დაგვემართა ჩემო ანგელოზო. უნიჭიერესო, ულამაზესო, ყველაზე თბილო და ტკბილო! ღმერთსაც კარგი უნდა იმ ქვეყნად! სულ ვიძახდი და ამაყი ვიყავი და ვარ, რომ სოფოს ასეთი კარგი მეგობრები ჰყავს-თქო, მეგობარი კი არა დაიკო! უბედნიერესი იყო სოფო, დედიკო ისე მოვაწყვეთ, სამსახურშიც ყველა ერთად ვართო!“ - წერს სოციალურ ქსელში ანუკის მეგობრის დედა.
„ყველას გვიჭირს დაჯერება რომ ჩვენი ულამაზესი ნანუკი ჩვენს გვერდზე აღარ იქნება