39 წლის ქალს 38 შვილი ჰყავს ერთი მამაკაცისგან (ფოტო+ვიდეო)
39 წლის უგანდელი მარიამ ნაბატანცი ნამდვილად 38 შვილის დედაა და აღმოსავლეთ აფრიკაში ყველაზე მრავალშვილიან დედად მიიჩნევა. მარიამმა ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთან ისაუბრა თავის ცხოვრებაზე.
13 წლისა გათხოვდა. ვერანაირ ბედნიერ ქორწინებაზე ვერ ვილაპარაკებთ - საკმაოდ ტირანი ქმრის გვერდით უწევდა ცხოვრება და მისი უფლება იყო მხოლოდ ის, რომ შინ ყოფილიყო და ეჩინა შვილები.
სულ ამ კაცისგან 44 შვილი გააჩინა, თუმცა ექვსი ვერ გადარჩა. სამჯერ გაუჩნდა სამი ტყუპი, სამჯერ - ოთხი ტყუპი და სამჯერ ტყუპი. ყველაზე უფროსი ვაჟი 23 წლისაა, უმცროსი - 5 თვის. სულ
28 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავს. ყველა გააჩინა ბუნებრივი გზით და მხოლოდ ყველაზე პატარა გააჩინა საკეისრო კვეთით.
mshoblebi
საინტერესოა, რომ ფენომენური ნაყოფიერებით ქალი შეწუხდა მხოლოდ 23-ე შვილის გაჩენის შემდეგ და ექიმებსაც დაეკითხა აზრს. თუმცა მათ ვერ ახსნეს, რა ემართება ქალის ორგანიზმს.

ნახევარი წლის წინ ქმარმა მარიამი მიატოვა და შვილების უზრუნველყოფაზეც უარი თქვა. ქალი ახლა თანამემამულეებს სთხოვს დახმარებას.
mshoblebi
მისმა ამბავმა ბევრი შეძრა. ერთმა უგანდელმა ფეისბუიქზე გვერდიც შექმნა მის დასახმარებლად და ფულს აგროვებს.
რასაკვირველია, მარიამის დიდ ოჯახს ფული ბლომად სჭირდება. ყოველდღიურად 22 კილოგრამ პურს, 7 კილოგრამ ბარდეულს და 2,5 კილოგრამ შაქარს მოიხმარენ. მარიამი ოცნებობს, ბავშვებს კარგი
განათლება მისცეს.

წყარო
14903
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
lpol
0
მაგრად უმუშავნიათ დღე და ღამე
13:12 / 30-09-2018
ქართველი!
2
ამთი წყალი გადასხმოდეს ქართველებს.
11:58 / 28-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?