პირველი წუთიდან მოყოლებული, როცა გრძნობ, რომ შენში მეორე, პატარა გული ცემს, ცხოვრების სულ სხვა, ნათელი ეტაპი იწყება -
ჯერ პირველი მზერა და შეხება, მერე ტკბილი ჩახუტება და თავბრუდამხვევი სურნელი. ამ წუთებიდან დრო ელვისებური სისწრაფით მიქრის და თითქოს ყოველდღიურად იცვლება შენი პატარა. დღეში უამრავ ფოტოს უღებ და თვალიერებისას თვითონვე გიკვირს, როგორ სწრაფად იზრდება. დღესაც პატარაა, მაგრამ ორი წლის წინ სულ ციცქნა იყო,
ნახეთ ვიდეო ბევრი ემოციური კადრით
ამიტომ ველოლიავებით ტელეფონებში ჩარჩენილ ძვირფას მომენტებს, კომპიუტერის ფაილებში ვინახავთ და თან გულში ვფიქრობთ, რა მოხდება, თუ ერთ დღეს ჩვენი ტექნიკა გვიღალატებს? ხომ გაქრა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი? დღეს ხომ იშვიათად ბეჭდავს ვინმე ფოტოებს. ფოტო ალბომებიც წარსულს ჩაბარდა. არადა წლები მიქრის, ძველი ფოტოები კი
მართალია, ძვირფასი მოგონებები ყველას აქვს, მაგრამ ვფიქრობთ, მშობლები ამ მხრივ მეტად დაგვაჯილდოვა განგებამ. ამიტომ, ვფიქრობთ, მშობლებმა უნდა იცოდნენ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ფოტოწიგნი ჰქვია. ეს თქვენი გადაღებული ფოტოებია, ოღონდ წიგნივით დაბეჭდილი და აკინძული. ზომას, დიზაინს და ფოტოების რაოდენობას თავად ირჩევთ, რაც მთავარია, მრავალ წელს გაუძლებს და ადვილად არ დაზიანდება. შექმენით თქვენი ფოტოწიგნი ბმულზე.