ძვირფასი მოგონებები ყველას აქვს, მაგრამ მშობლები ამ მხრივ მეტად დაგვაჯილდოვა განგებამ მშობლობა რთულია და საპასუხისმგებლო. თუმცა ისიც უნდა ვთქვთ, რომ მშობლის ცხოვრება უთვალავი ბედნიერი წუთისგან შედგება და ყოველი მათგანი განუმეორებელია.
პირველი წუთიდან მოყოლებული, როცა გრძნობ, რომ შენში მეორე, პატარა გული ცემს, ცხოვრების სულ სხვა, ნათელი ეტაპი იწყება -
ჯერ პირველი მზერა და შეხება, მერე ტკბილი ჩახუტება და თავბრუდამხვევი სურნელი. ამ წუთებიდან დრო ელვისებური სისწრაფით მიქრის და თითქოს ყოველდღიურად იცვლება შენი პატარა. დღეში უამრავ ფოტოს უღებ და თვალიერებისას თვითონვე გიკვირს, როგორ სწრაფად იზრდება. დღესაც პატარაა, მაგრამ ორი წლის წინ სულ ციცქნა იყო, იმის წინ - კიდევ უფრო პაწაწინა. როგორ გენატრება ის დღეები, სულ გინდა რომ უყურო და ათვალიერო ძველი კადრები. რაც უფრო იზრდება, მით უფრო ძვირფასი ხდება ეს მოგონებები შენთვის. ყველა მშობლის ცხოვრება ხომ სავსეა ასეთი ბედნიერი მოგონებებით, რომლებსაც შენახვა და მოფრთხილება სჭირდება.
ნახეთ ვიდეო ბევრი ემოციური კადრით
მშობლების ყველაზე ძვირფასი მოგონებები
ამიტომ ველოლიავებით ტელეფონებში ჩარჩენილ ძვირფას მომენტებს, კომპიუტერის ფაილებში ვინახავთ და თან გულში ვფიქრობთ, რა მოხდება, თუ ერთ დღეს ჩვენი ტექნიკა გვიღალატებს? ხომ გაქრა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი? დღეს ხომ იშვიათად ბეჭდავს ვინმე ფოტოებს. ფოტო ალბომებიც წარსულს ჩაბარდა. არადა წლები მიქრის, ძველი ფოტოები კი თანდათან უფრო ფასდაუდებელი ხდება.
მართალია, ძვირფასი მოგონებები ყველას აქვს, მაგრამ ვფიქრობთ, მშობლები ამ მხრივ მეტად დაგვაჯილდოვა განგებამ. ამიტომ, ვფიქრობთ, მშობლებმა უნდა იცოდნენ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ფოტოწიგნი ჰქვია. ეს თქვენი გადაღებული ფოტოებია, ოღონდ წიგნივით დაბეჭდილი და აკინძული. ზომას, დიზაინს და ფოტოების რაოდენობას თავად ირჩევთ, რაც მთავარია, მრავალ წელს გაუძლებს და ადვილად არ დაზიანდება. შექმენით თქვენი ფოტოწიგნი ბმულზე.