გოგონას ოპერაცია ძალიან გამოცდილმა ქირურგმა გაუკეთა გლანდების ოპერაციის შედეგად მეორეკლასელი გოგონა გარდაიცვალა. როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები ჰყვებიან, გოგონას ოპერაცია ძალიან გამოცდილმა ქირურგმა გაუკეთა, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო.
„ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა და გამოწერეს. ღამით ყელში სისხლდენისგან სუნთქვა შეუჩერდა და გონება დაკარგა. მშობლებმა ჯერ იმავე საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ იქ სათანადო აღჭურვილობა იქ არ აღმოაჩნდათ. შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული, ყველა ორგანოს მუშაობა აღდგა, მაგრამ ტვინის „გაცოცხლება“ ვერ შეძლეს... ამბობენ, მილიონში ერთხელ ხდება ასეთი გართულებაო. ის ქირურგიც, რომელსაც უამრავი ასეთი ოპერაცია აქვს წარმატებით ჩატარებული, უმძიმეს მდგომარეობაშია. ოჯახს ნინოს გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს“, - ამბობს ოჯახის ახლობელი mshoblebi.ge-სთან საუბრისას.
155-ე სკოლამ, სადაც ნინო ვადაჭკორია სწავლობდა, ფეისბუქის გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოაქვეყნა:
როგორ გავუმარტივოთ ბავშვს გლანდების ოპერაცია და რეაბილიტაციის პროცესი?
„ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე... ნამდვილი ანგელოზი... წავიდა და დაგვტოვა ...დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში...
მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს... ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას“.
როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია და რა უნდა იცოდეთ გლანდების შესახებ?