ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა: "უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა..."
ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა: "უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა..."
ყველასათვის საყვარელი მწერალი, ძალიან კარგი და უკეთილესი ადამიანი - ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა თურქეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაიტარა. გთავაზობთ ანას უკანასკნელ პოსტს, რომელიც იმედით იყო სავსე.

"არასოდეს არავინ თქვას არასოდეს...
უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა. . . და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.
20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი რა. იმიტომ
რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.
ახლა მადლობების სერია.
1. მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას. ექიმებს, მედ პერსონალსაც კი, ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. მადლობა უსაყვარლეს
Tiko Kuchukhidze ს, რომელიც ადამიანობის
ეტალონია. ბატონ კახა ვაჭრიძეს, რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს. #თოდუას მთელ კოლექტივს, რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები. მე დღეს ვიცი რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს. მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის. . .
მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.
მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად. მე დავწერ წიგნს- მე დავამარცხე კიბო" - ნათქვამია მის ბოლო პოსტში.
ანას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი ეხმაურება. მისი ადამიანობის და ნიჭიერების გარდა ადამიანები იმ დიდ ქველმოქმედებასაც იხსენებენ, რაც ანამ სიცოცხლის განმავლობაში გასწია.
"სამწუხაროდ აღარ არის ადამიანი, რომელმაც უამრავი პატარა ბავშვის კიბო დაამარცხა, უამრავ გაჭირვებულს დახმარების ხელი გაუწოდა, უამრავ უჭეროს თავშესაფარი გამოუნახა, მუდამ ქველმოქმედებაში იყო, მუდამ... ასწრებდა ალბათ... 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სხვის შვილებზე დარდობდა, რამდენჯერ ყოფილა ბავშვთა სალში გაეთენებინა ღამე. სრულიად უანგაროდ.... ესეთი ადამიანები არ კვდებიან..."
ანას პოსტები, ჩანახატები თუ თხზულებები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და სულისშემძვრელი იყო. ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ბევრ ადამიანს ეხმარებოდა... ვიზიარებთ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების წუხილს.... 

alt"არც ერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არც ერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია გამოგზავნილი ძღვენისთვის...
11848
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
0
ვაიმე! არ მჯერა! შვილო ანა, როგორ სიამოვნებით და სევდით ვკითხულობდი შენს ნაწერებს ერთი ამოსუნთქვით. შვილო როგორ მენანები.რატომ , რატომ, რატომ? ანა! არ გივნობდი, მიყვარდი შორიდან. მომენატრები!
08:52 / 08-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?