ჯიანამ 18 საათი გაატარა ჯოჯოხეთურ ხსნარში და გადარჩა
მელისა დაიბადა 1977 წელს მას შემდეგ, რაც დედამისმა გადაწყვიტა მე-7 თვეზე, მარილხსნარის საშუალებით, ორსულობის შეწყვეტა (მარილხსნარის შეყვანისას სანაყოფე ბუშტიდან გამოიდევნება სანაყოფე სითხე და სანაცვლოდ ივსება კონცენტრირებული მარილხსნარით, რის შემდეგაც ბავშვი წამებით წყვეტს სიცოცხლეს რამდენიმესაათიანი ქიმიური დამწვრობის, მოწამვლის და დეჰიდრატაციის შედეგად. ამის შემდეგ ქალს ხელოვნურად ამშობიარებენ)...
მელისა გადარჩა. პროცედურის დასრულების შემდეგ, მედპერსონალმა ბავშვი მკვდრად ჩათვალა და სანაგვეში გადააგდო. ტირილის ხმა ექთანმა გაიგონა და ბავშვი გადაარჩინეს. მიუხედავად საშინელი პროცედურისა, ბავშვი ძალიან არ დაზარალებულა.
2008 წელს მელისამ გააჩინა გოგონა იმავე სამშობიაროში, სადაც საკუთარმა დედამ სცადა მისი თავიდან მოშორება.
ჯიანა ჯესსენი
ჯიანასა და მელისას ისტორიები ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, ჯეანას შემთხვევაში, მარილხსნარის ზემოქმედებით გამოწვეული გართულებები გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა. მისი ბიოლოგიური დედა 17 წლის მოზარდი იყო, როდესაც მესამე ტრიმესტრში გადაწყვიტა ბავშვის მოშორება.
ჯიანამ 18 საათი გაატარა ჯოჯოხეთურ ხსნარში და გადარჩა.
ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 1კგ.-ს იწონიდა, გადასცეს უშვილო წყვილს. ქიმიური სითხის ზემოქმედების გამო მას ცერებრალური დამბლა განუვითარდა. ექიმები არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე შეძლებდა მეტყველებასა და სიარულს. მაგრამ საშიშმა დიაგნოზმა ჯიანა ვერ შეაჩერა - მთელი თავისი ცხოვრება ებრძვის კუნთების სისუსტეს, დაკავაბულია სპირტით. ლონდონის მარათონშიც კი მიიღო მონაწილეობა.
სარა ბრაუნი
სარას ბიოლოგიურმა დედამ ორსულობის 36-ე კვირაზე გადაწყვიტა ორსულობის შეწყვეტა. მან დახმარებისთვის ექიმ ჯორჯ ტილერს მიმართა, რომელიც ატარებდა მსგავს პროცედურებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის არსენალში იყო ყველაზე "ძველებური" და პრიმიტიული მეთოდები ორსულობის შეწყვეტისა. ამას ადასტურებს მის ჟურნალში აღმოჩენილი ჩანაწერები. მიუხედავად ამისა, პროცედურის ჩატარების შედეგად, არც ერთი ახალშობილი არ მომკვდარა. სარას შემთხვევაში ექიმმა მომაკვდინებელი ნივთიერება - კალციუმ ქლორიდი, გულის მაგივრად ნაყოფს თავში გაუკეთა.
ექიმი ტილერი
ბავშვი დაიბადა ბრმა, მაგრამ ცოცხალი. 6 თვის ასაკში პატარას ინსულტი დაემართა. 5 წლის ასაკში კი გარდაიცვალა თირკმლის მწვავე უკმარისობით. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმი ტილერი მოკლა აბორტის მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ჯოსაია პრესლი
ჯოსაია პრესლი - აბორტის მოწინააღმდეგეთა აქტივისტია. ბიჭი დაიბადა ლეგალური აბორტის შედეგად. პროცედურის ჩატარების დროს მას დაუმახინჯეს ხელი. პატარა ჯოსაია იშვილა ოჯახმა ოკლაჰომადან. ამჟამად ის ცოცხალი და ჯანმრთელია.
ბრენდა ლოზიე
ბრენდას ბიოლოგიურმა დედამ მარილხსნარის პროცედურით გადაწყვიტა ორსულობის შეწყვეტა. მაშინ ის 4 თვის იყო. ნაყოფის დაბადების შემდეგ, ის ჩათვალეს მკვდარი და გადაწყვიტეს გადაგდება, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, თითქოს პროტესტის ნიშნად, ხელი ასწია.
27 წლის ასაკში ბრენდამ გაიგო, რომ მისმა ბიოლოგიურმა დედამ აბორტის გაკეთება გადაწყვიტა იმიტომ, რომ ბავშვი ძალადობის შედეგად იყო ჩასახული. დღეს ბრენდა აბორტის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.
ექიმი იმრე ტეგლასი
იმრე ტეგლასის ისტორია უნიკალურია - იგი გადარჩა აბორტის მცდელობის დროს. მაშინ, როდესაც პროცედურები ჯერ არ იყო ლეგალიზებული. მისი მშობლები დეპორტირებულები იყვნენ მშობლიური ქვეყნიდან. დედამ გაიგო ორსულობის შესახებ. მამის პროტესტის მიუხედავად, გადაწყვიტა თავად მოეშორებინა ნაყოფი. მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ორსულობა ბოლომდე მივიდა და დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი. ტეგლასის სიტყვებით, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. დღეს იმრეს დოქტორის უმაღლესი ხარისხი აქვს და დახმარებას უწევს კრიზისულ ორსულებს.
კლერ კულველი
კლერის ბიოლოგიური დედა დაორსულდა 13 წლის ასაკში და გადაწყვიტა აბორტის გაკეთება. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და კლერი სახლში დაბრუნდა. რამდენიმე კვირაში შეამჩნია, რომ მუცელი გაეზარდა და ისევ მიაკითხა საავადმყოფოს.
გოგონას უთხრეს, რომ ისევ ორსულად იყო. აღმოჩნდა, რომ პროცედურის დროს სპეციალისტმა ტყუპის ცალი მოაშორა, მეორე ნაყოფი კი ვერ შეამჩნია და უვნებელი დარჩა.
რამდენიმე კვირის შემდეგ დაიბადა დღენაკლული კლერი. როგორც ჩანს, პროცედურის დროს მას მაინც დაუზიანდა რაღაც და ქვედა კიდურები არ უვითარდებოდა, რასაც მრავალი წლის თერაპია დასჭირდა.
კერი ჰოლანდ-ფიშერი
მთელი ცხოვრება კერი თავისი გარეგნობის გამო არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. ის დარწმუნებული იყო, რომ თავისი ფიზიკური ნაკლის გამო, ვერასოდეს იქნებოდა ბედნიერი და ვერც შვილები ეყოლებოდა.
ერთხელ კორიმ თვითმკვლელობაც სცადა. გოგონა გადაარჩინეს. მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქალებს, რომლებიც ბულინგის მსხვერპლი იყვნენ.
მოზრდილობის ასაკში კერიმ გაიგო, თუ რა იყო მისი უბედურებების მიზეზი - მისმა ბიოლოგიურმა დედამ სცადა აბორტის გაკეთება. პროცედურის ჩატარების დროს მას დაუზიანდა სახე და შინაგანი ორგანოები. ახლა კერი გათხოვილი და ბედნიერია. მომავალი მეუღლე ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო და მიიღო ისეთი, როგორიც არის. ამჟამად წყვილი ტყუპ ბავშვს ელოდება.
კირა ჰარმსუორტი
როდესაც 16 წლის კირას დედამ ორსულობის ამბავი შეიტყო, მაშინვე აბორტის გაკეთება გადაწყვიტა. ორსულობის მე-10 კვირაზე მას ჩაუტარდა პროცედურა. გარკვეული დროის შემდეგ, ისევ ჰქონდა ტოქსიკოზის ნიშნები. 5 თვსი შემდეგ ჩელსიმ ისევ მიმართა ექიმს, რომელმაც განუმარტა, რომ აბორტი წარუმატებლად ჩატარდა და რომ გოგონა ისევ ფეხმძიმედ იყო.
მომავალმა დედამ ეს ღვთის ნიშნად მიიღო და გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა.
მართალია, აბორტის მცდელობამ მაინც თავისი კვალი დაამჩნია კირას (ხელების ფუნქციის დარღვევა), მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელია.