პირველ დღეს მხოლოდ ორ ვაჟთან ერთად გამოვიდა და ისე მოიარა ქუჩები თბილისობა-2018-ს თბილისის მერი კახა კალაძე ტრადიციულად, ოჯახურად დაესწრო. თუმცა პირველ დღეს ორ ვაჟთან ერთად გამოვიდა ღონისძიებაზე და მათთან ერთად მოიარა ქუჩები. მეორე დღეს კი მეუღლესთან - დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად გამოჩნდა. მათი სტილი საკმაოდ შეხამებული იყო - ცოლ-ქმარს ორბორტიანი პიჯაკები ეცვა და სოციალურ ქსელში წერდნენ კიდეც, რომ "შეხმატკბილებულ-შეხამებული წყვილი" არიან.