ქმარზე ახლობელი შვილია ყოველთვის ქალისთვის, ამას ეს სერიალიც ამტკიცებს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი საკმაოდ მწვავე თემით დაიწყო - ნინასა და დათოს მრავალშვილიან ოჯახს განსაცდელი აქვს. შესაძლოა, დიასახლისს სიმსივნის დიაგნოზი დაუდასტურდეს. ეპიზოდს, როდესაც ცოლმა ქმარს ეს ამბავი გაანდო და იმავე საღამოს, ცოლის დამშვიდების ნაცვლად ქმარი ძმაკაცის დასამშვიდებლად წავიდა, დიდი განხილვები მოჰყვა სოციალურ ქსელში. უმრავლესობა დათოს პერსონაჟს ლანძღავს და ამბობს, რომ ის ბევრი ასეთი ქმრის რეალური სახეა:
"აი, მარტო შვილია მკურნალი ნინასი. ქმარზე ახლობელი შვილია ყოველთვის ქალისთვის, ამას ეს სერიალიც ამტკიცებს".
"ქართველი კაცების დიდი ნაწილია ასე! ტვინი ჯანდაბაში და თავში ძმაკაცები, ქალები, დალევა და გულავი..."
"სინამდვილეშიც არიან ასეთი ქმრები... სხვის გასართობად წავიდა და ცოლი დატოვა ამხელა ნერვიულობასთან მარტო... ასეთ ქმართან ერთ წუთსაც არ უნდა გაჩერდე.. ვერ გამიგია რა ამ ქალების, რამდენჯერ უნდა დაგიმტკიცოს, მკიდიხარო, რომ ისწავლო ჭკუა..."
"იმედი მაქვს, დათოს ქართველი ქმრების უმრავლესობა არ ჰგავს... საშინელებაა,
შეიძლებაა 5 შვილის გაჩენის შემდეგ მიხვდე ადამიანი, რომ შენი ქმარი ასეთი "უცხოა" შენთვის?!"
"უვარგისი ქმრობა კიდევ ერთხელ დაადასტურა დათომ.
არც მამად ვარგა ეგ, როდის მოექცა შვილებს ნორმალურად, რომელ რთულ სიტუაციაში?! როდის დაელაპარაკა გულახდილად და როდის იგრძნეს შვილებმა ამის გვერდში დგომა?!
ქმარიც სრულიად უვარგისი! მოღალატე, სულ სვამს და ასეთ სიტუაციაში ადგა და წავიდა!!!
რას ეკითხებოდა ნინას?! მაგრამ ერთი სული ქონდა ეთქვა ნინას წადიო და გაშპა ეგრევე, მერაბის პიურეთი აწამებდნენ და რადროს ცოლის კიბო იყო და გამხნევება?!
მოკლედ სრულიად უვარგისია დათოს პერსონაჟი...
ხო, და ოჯახს არჩენს და ჰაი-ჰუი არ გვინდა! ბინა ბაქარმა უყიდა და ოჯახში თუ მხოლოდ ეგ მუშაობს, იმიტომ რომ ნინას აუკრძალა მუშაობა!!! ესეც კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის ცუდი ქმარი!!!"
"რომ უღალატა, მაშინ უნდა გაეშვა სადაც საჭირო იყო იქ.
ამან კიდევ 3 შვილი გაუჩინა. ღირსია ყველაფრის. რომ გაყროდა, თავის თავს მიხედავდა და განვითარდებოდა მეტად და ამ უბადრუკ სამყაროში ერთხელ ხარ, უნდა მოასწრო ყველაფერი. ეს კიდევ 5 შვილს უზრდის დათოსნაირ ქმარს. არ მეცოდება მასეთი ქალები".
"ზოგჯერ სამაგლითო გაკვეთილი ხდება ეს დაავადება და არა მარტო ეს დაავადება, ოჯახთან ურთიერთობების დასალაგებლად ან უბრალოდ ბევრი რამის გასაუმჯობესებლად!
ადამიანები ხომ ასეთები ვართ, სულ რაღაც გვჭირდება რამის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს რაღაც სიყვარულის გამოხატვა იყოს!"
"ძაან მეწყინა ნინასგან - ახლა დაინტერესდა შვილის ცხოვრება და ახლა უდგება შვილს გვერდში. ძაან ტეხავს, მარა დღევანდელი რეალობაა ესეც... ბევრი მშობელია ასეთი, სამწუხაროდ, უმეტესიც კი".
"მე ვფიქრობ, რომ ნინას არაფერი სერიოზული არ აღმოაჩნდება, სამაგიეროდ თავისი ქმრის ნამდვილ სახეს დაინახავს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ 5 შვილი არაკაცს გაუჩინა და იცხოვრა ნახევარი ცხოვრება არარაობასთან, რომელმაც ჯერ რქები დაადგა და მერე ყველაზე მძიმე დროს მარტო დატოვა. ჰოდა აიღებს და გაშორდება დათოს..."
"რამდენმა ამოიცნო დათოში საკუთარი ქმარი, შეყვარებული, ან იქნებ საკუთარი თავი... ადამიანები იქამდე ვერ ვიაზრებთ რა არის კიბო, სანამ საშინელი რეალობის წინაშე არ დავდგებით, როცა უკვე აღარაფერი აღარ შველის... როცა ყველაფერი გვიანია და სინანულის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია რომ ვერ მოვეფერეთ, ვერ დავაფასეთ, ვერ ვუთხარით ის, თურმე როგორ გვიყვარდა, რა ძვირფასები იყვნენ ჩვენთვის, რომ ვერ გავიაზრეთ ის ტკივილი რასაც ის ადამიანები გრძნობდნენ..."
"კაცები ასეთ დროს ძაან უმწეოები ხდებიან და არ იციან როგორ ანუგეშონ. საერთოდ ქმრებს ჰგონიათ, რომ ცოლი ყველაფერს გაუძლებს, და არასოდეს არაფერი დაემართება. ამიტომ გაურბიან ასეთ პრობლემებს..."
"საწყალი ნინა... ქმარი აღმოჩნდა (ნუ ისედაც ვიცოდით, რაც იყო დათო, თავის მოღალატეობრივი საქციელით) ნაგავი, დაქალებმა ხმა ვერ ამოიღეს, ერთმა ისევ თავისი ეგოცენტრულობა გადმოაფრქვია და დაგვრჩა ნინა ასე, მარტო და საწყალი... ასე მგონია, თინა შეძლებდა მარტო ნინას წესიერად გამხნევებას და სიტყვების მოძიებას...
დათო კიდევ ნაგავი, ფუ!!!
რანაირად მიატოვა, როგორ მოუვიდა აზრად თავში..."