ვნახოთ, როდის მოინდომებს წყვილი ამ ურთიერთობის გასაჯაროებას მას მერე, რაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ ერთმანეთს, ორივეს ცალ-ცალკე სხვადასხვა ვარსკვლავთან "აწყვილებდნენ". ახლა კი დასავლურ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ენჯის რომანი აქვს ცნობილ მარტოხელა ვარსკვლავთან - კიანუ რივზთან.
როგორც წყარო ამტკიცებს, წყვილი ერთმანეთს უკვე წელიწადია ხვდება და ზაფხულში ბერძნულ კუნძულზეც კი იყვნენ ერთად.
ლოს-ანჯელესში, სადაც ენჯი ცოტა ხნის წინ ბავშვებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, მისი მეზობელი კიანუს დედა პატრისიაა და ამბობენ, რომ ქალებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს.
სავარაუდოდ, პატრისიას სახლში გაიცნო ანჯელინამ კიანუც და მან თურმე ძალიან მოხიბლა მშვენიერი ქალი, თავისი თვისებებით.
ვნახოთ, როდის მოინდომებს წყვილი ამ ურთიერთობის გასაჯაროებას.
კიანუ რივზი: "მე არ შემიძლია გავხდე იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ქმრები ცოლებს მეძავებივით აცმევენ"