მომავალი ემიგრანტი ხომ ვერასდროს გათვლის, რამდენ ხანს მოუწევს უცხო ქვეყანაში დარჩენა ემიგრანტი დედა ვარ. თითქმის 15 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. იქ შვილი და მშობლები დავტოვე. სამუდამოდ წამოსვლა არც მიფიქრია, მაგრამ... მომავალი ემიგრანტი ხომ ვერასდროს გათვლის, რამდენ ხანს მოუწევს უცხო ქვეყანაში დარჩენა.
წამოსვლიდან რამდენიმე თვეში აქ ძალიან კარგ ადამიანს შევხვდი, შევუყვარდი... მისგან მფარველობა და მხარდაჭერა ვიგრძენი... ემიგრაციაში მყოფი მარტოხელა ქალისთვის, თუ 18 წლის ასაკში გათხოვილს ნარკომანი ქმარი და ჩვილი ბავშვით მიტოვების სიმწარე გამოუცდია, ასეთი ადამიანი დიდი ბედნიერებაა. დავქორწინდით. დღესაც ერთად ვცხოვრობთ და 9 წლის გოგონას ვზრდით. ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახი გვაქვს, მაგრამ მე ხომ ჩემი გულის ნახევარი საქართველოში დავტოვე. ჩემი ქალიშვილი ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი თავს ევლებოდა და სიყვარულს არ აკლებდა, სულაც არ გაიზარდა თბილი და მოსიყვარულე. პირიქით, საკმაოდ ეგოისტური ბუნების, გულგრილი და უპასუხისმგებლო გოგო დადგა. მისი განათლებისთვისაც საკმაოდ ბევრი გავიღეთ, გახარებისთვისაც და კომფორტისთვისაც. რაც ჩემმა მშობლებმა მას სითბო, სიყვარული და ყურადღება უჩვენეს, ნეტა თავის დროზე გაემეტებინათ ჩემთვის.
მოკლედ, ვცდილობდი, რაც ჩემს შვილს შორს ყოფნით დავაკელი, სხვა სიკეთეებით ამენაზღაურებინა. მართლაც არაფერს ვაკლებდი და არც თანხა მენანებოდა. ამის მიუხედავად, გამზრდელი ბებიისა და პაპისგან წამოვიდა და მარტო ცხოვრება გადაწყვიტა. ამან სულ დამიფრთხო ძილი და მოსვენება, ისედაც ემიგრანტი დედა ხომ ყოველთვის დამნაშავედ გრძნობს თავს შვილის წინაშე. რაც ცალკე გადაბარგდა, ამის მერე უფრო მეტი თანხის გამოგზავნა დავიწყე - გული მისკდებოდა, არაფერი მოაკლდეს, მშიერი არ დარჩეს, ჯანსაღი საკვებით იკვებოს-მეთქი. ვიცოდი, მთელ თანხას ფასტ-ფუდში, ტკბილეულში და ათას სისულელეში ხარჯავდა. თან რაც მეტ ფულს ვუგზავნიდი, მეტი სჭირდებოდა - არაფერში მყოფნისო - მშიერი ხომ ვერ ვიქნებიო, ხან რა მჭირდება, ხან - რაო, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, წიგნები, ტელეფონები... მოკლედ, ისეთი რაღაცებისთვის მთხოვდა ფულს, უარს რომ ვერ ვეტყოდი. არადა, ხომ ვიცი, სინამდვილეში სულაც არ ყიდულობდა იმას, რაც საჭირო იყო. ქარს ატანდა ჩემს ნაშრომს. ერთ გოგოს თვეში 600-700 დოლარი როგორ არ უნდა ეყოს, როცა არც ქირას იხდის და არც კრედიტები აქვს.
მოკლედ, მივხვდი, რომ მეტისმეტი მოსდიოდა. ბევრი ვიფიქრე, და გადავწყვიტე, თანხის გაგზავნა შემეწყვიტა. უფრო სწორედ, შემემცირებინა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა გამოსავალი - ერთ კვირაში მირეკავდა და ხან რას მთხოვდა, ხან - რას. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე, მაგრამ არ მინდოდა ფული პირდაპირ მისთვის მიმეცა. ჯერ ადამიანი ვეძებე, ვინც ჩემი გაგზავნილი ფულით უყიდდა და სახლში მიუტანდა აუცილებელ ნივთებს, მაგრამ სანდო და მოცლილი ვერავინ ვნახე. ჩემი მშობლები ქალაქგარეთ ცხოვრობენ. სამაგიეროდ, მშვენიერი ონლაინმომსახურება აღმოვაჩინე - Momitane.ge - შეხვალ ამ საიტზე და რასაც გინდა, იყიდი. შენს ნაყიდს კი მითითებულ მისამართზეც მიიტანენ. ანუ მე ამერიკიდან, Momitane.ge-ზე ვყიდულობ იმას, რაც ჩემს გატუტუცებულ გოგოს სჭირდება, ონლაინმარკეტს კი სახლში მიაქვს მისთვის. საკვებიდან დაწყებული, ტელეფონის დამტენით, ჟურნალ-გაზეთებით და ზურგის საფხანით დამთავრებული, ყველაფერი აქვთ, უზარმაზარი არჩევანია. თანაც მაქსიმუმ 1 საათში მოგიტანენ ადგილზე. ამ მხრივ დავისვენე, დღეს, სულ რომ თავი მოისაწყლოს, ვიცი, რომ სინამდვილეში არაფერი აკლია, მაცივარიც სავსე აქვს და ყველაფერი აუცილებელი, რისთვისაც ფულს მთხოვდა, ჩემი ნაყიდი და სახლში მიტანილია...
ნახეთ, რა იყიდება Momitane.ge-ზე და იხილეთ მომსახურების პირობები
სხვათა შორის, აქ მყოფ ბევრ ქართველსაც გამოადგა ეს მომსახურება - ზოგს მოხუცი მშობლები ჰყავს, რომლებსაც შინიდან გასვლა და ტვირთის აწევა უჭირთ, ზოგს სტუდენტი შვილები ჰყავს ჩემი გოგოსავით გაზარმაცებული და მათთვის აქედან, Momitane.ge-ზე, ამერიკიდან ყიდულობენ საკვებს, წამლებს, საოჯახო ნივთებს და ამ ონლაინმარკეტს პირდაპირ სახლში მიაქვს მათი ოჯახის წევრებისთვის.
მოკლედ, ჩემი ქალბატონი თანდათან მიეჩვია ეკონომიურად ცხოვრებას, თუმცა აშკარად მოიწყინა, თან იმდენად, რომ ინგლისურის გაძლიერებულად სწავლა დაიწყო და ჩემთან წამოსვლაზე დამთანხმდა. სიხარულით დავფრინავდი, აქამდე გაგონებაც არ უნდოდა ჩემთან ერთად ცხოვრების. სახლში ოთახიც კი მოვუმზადე, მაგრამ... დიდხანს არ შემარგო ეს აღტაცება. გამომიცხადა, ვთხოვდებიო... დიახ, აქეთ ველოდი და ახლა მე ჩამოვდივარ საქართველოში, რომ შვილი ნიშნობას დავესწრო. ვნერვიულობ, მაგრამ იცით, რა მიხარია ყველაზე მეტად? იქნებ თვითონ შექმნას ისეთი მყარი და ბედნიერი ოჯახი, რაც მე და მამამისმა ვერ შევძელით. სხვათა შორის, პირველი საჩუქარი ჩემგან სიძეს Momitane.ge-ზე ავურჩიე და სახლში მიართვეს. კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ ამ ხერხს, რადგან არ მინდა, მატერიალური პრობლემების გამო ოდესმე მათაც მოუწიოთ შვილის მიტოვება. ყველა ემიგრანტ დედას ვუსურვებ საქართველოში დარჩენილი შვილების ბედნიერებას - ჩვენ ხომ ამით ვცოცხლობთ.