მან თავის სამოდელო კარიერაზე, შვილის აღზრდასა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე ისაუბრა მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა. "იმედის დღეში" მან თავის სამოდელო კარიერაზე, შვილის აღზრდასა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე ისაუბრა:
"ყველაზე რთული დედისთვის ბავშვის სწორად აღზრდაა, ამაზე ბევრი მიფიქრია... ჩემი შვილის გამო, 2 წლის რომ გახდა, უარი ვთქვი საზღვარგარეთის კონტრაქტებზე... რაც შეეხება მამას, სანწუხაროდ 4 წლის განმავლობაში არანაირი წვლილი არ შეუტანია მის აღზრდაში... ბოლო 7 თვეა დაიწყო კონტაქტი და ძალიან მიხარია", - ამბობს თამთა. სრულად იხილეთ ვიდეო.