სიმდიდრე და დიდება ვერ შეცვლის ბედნიერ ბავშვობას
სიმდიდრე და დიდება ვერ შეცვლის ბედნიერ ბავშვობას. მოგიყვებით იმაზე, თუ რას ვერ პატიობენ ვარსკვლავები თავიანთ მშობლებს.
ანჯელინა ჯოლი
ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯონ ვოიტმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ანჯელინა 1 წლის იყო. "ყველაფერი, რაც ბავშვობიდან მახსოვს: დესპოტი მამა, რომელიც დედას საშინლად ექცეოდა. მან დაასამარა მისი ოცნებები. ჩემთვის მტკივნეული იყო მის გვერდით ყოფნა", - ამბობს ჯოლი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობი აღიარებს, რომ დიდხანს ვერ იტანდა მამაკაცებს, რომლებმაც ოჯახი მიატოვეს. მან სცადა მამასთან შერიგება მაშინ, როდესაც მიიწვია ერთ-ერთ როლზე ფილმში " ლარა კროფტი". უკე გადაღებებზე მოუვიდათ უთანხმოება. მოგვიანებით ვოიტმა განუცხადა პრესას, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამის საპასუხოდ ჯოლიმ შეწყვიტა მამასთან კონტაქტი.
ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ ჯოლი რამდენჯერმე დაინახეს მამის გარემოცვაში, მაგრამ მათ მაინც დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ ჯოლი ახლაც უკრძალავს ვოიტს შვილიშვილებთან ურთიერთობას.
ბეიონსე
დიდი ხნის მანძილზე ბეიონსეს მამა, მეთიუ ნოულსი, მისი მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ 2011 წელს მომღერალმა ის გაათავისუფლა სამსახურიდან. მიზეზად ბავშვობის დროინდელი წყენა სახელდებოდა. მეთიუ ნოულსმა ოჯახი ადრეულ ასაკში მიატოვა. შვილთან ურთიერთობა განაახლა მას შემდეგ, რაც ბეიონსე პოპულარული გახდა. მეთიუ ნოულსი დიდხანს მალავდა მეორე ოჯახის არსებობას. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მას ფულთან დაკავშირებული მაქინაციებიც უკავშირდებოდა.
ჯენიფერ ენისტონი
მსახიობი 10 წელზე მეტ ხანს არ ურთიერთობდა დედასთან, რომელსაც არ მოსწონდა შვილის არც გარეგნობა, არც ხასიათი, არც მისი ბოიფრენდი და არც მისი მსახიობური ნიჭი. ის გამუდმებით აკრიტიკებდა ჯენიფერს. ყოფილმა მოდელმა და მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში შვილს "მსუქანი თაგვი" უწოდა.
ადელი
მარკ ევანსმა ოჯახი მიატოვა, როდესაც ადელი 3 წლის იყო. სანამ მომღერალმა "გრემი" არ მიიღო, მანამდე არსად ჩანდა. მაშინ მარკმა მოულოდნელად მისცა ინტერვიუ, სადაც გულახდილად ისაუბრა მომღერლის დედაზე. საპასუხოდ, ადელი მამას დაპირდა, რომ აღარასოდეს ექნებოდა ურთიერთობა ადამიანთან, რომელმაც ფულზე გაყიდა შვილი.
ემინემი
The Slim Shady LP-ის ალბომში ემინემმა თავის დედას "ნარკომანი და ალკოჰოლიკი" უწოდა. საპასუხოდ მან სასამართლოში უჩივლა შვილს და 16000$ გამოსძალა.
როდესაც ემინემი გააჩინა, დებორა 17 წლის იყო. მამამ მალევე მიატოვა დედა-შვილი და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. ემინემი იხსენებდა, თუ როგორ იცვლიდნენ საცხოვრებელს და მათ სახლში ყოველთვის სხადასხვა მამაკაცი იმყოფებოდა. იშვიათად ახსოვს ფხიზელი დედა.
2014 წელს რეპერმა დებორა თავის კლიპში გადაიღო, თუმცა მათი ურთიერთობა ძველებურად შორსაა იდეალისგან.
დრიუ ბერიმორი
დრიუ გაიზარდა ჰოლივუდურ ოჯახში. ის ბავშვობიდან გაავარსკვლავეს და არანაირად არ ეწინააღმდეგებოდნენ სასმელისკენ მის მიდრეკილებას. 10 წლიდან დედასთან ერთად ესწრებოდა საღამოებს. 16 წლიდან გოგონა ორჯერ იმყოფებოდა სარეაბილიტაციო კლინიკაში, სადაც მკურნალობდა ალკოჰოლური დამოკიდებულებისაგან. "დედამ ჩამითრია ჭაობში, არასოდეს მიგრძნია დედის მხარდაჭერა", - წერდა დრიუ თავის ავტობიოგრაფიაში. ახლა მსახიობი ეხმარება დედას ფინანსურად, მაგრამ ცდილობს ხშირად არ ჰქონდეს მასთან ურთიერთობა.