"წლინახევრის ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას" - ფოტოები ისრაელის საიმიგრაციო დაწესებულებიდან
"წლინახევრის ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას" - ფოტოები ისრაელის საიმიგრაციო დაწესებულებიდან
ხო­ბი­დან ის­რა­ელ­ში მო­სა­ლო­ცად წა­სუ­ლი ოთხი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში არ შე­უშ­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სა­ი­მიგ­რა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­მა­სა­ლას newsportal.ge ავ­რცე­ლებს.

სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლია და ფან­ჯრე­ბის მა­გივ­რად ოთა­ხებ­ში გი­სო­სე­ბია ჩას­მუ­ლი.

ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ შე­ნო­ბა ცი­ხეს ჰგავ­და. ოთა­ხებ­ში ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბულ ხალ­ხს ბა­ნა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ეძ­ლე­ვა.

„ძაღ­ლე­ბი­ვით ექ­ცე­ვი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თვე­ლებს. დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. ერ­თა­დერ­თხელ მოგ­ვცეს და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა, რომ დე­დას­თან და­მე­რე­კა, ისიც ჩხუ­ბის შემ­დეგ. არც ად­ვო­კა­ტი, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბის დაც­ვა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვინ მოგ­ცემს
იქ. წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის დე­დამ მი­თხრა, მე­სა­მე დღეა, აქ ვართ და რო­დის გაგ­ვიშ­ვე­ბენ არ ვი­ცი­თო, ამ ბავ­შვის ტი­რი­ლი ეს­მო­და მთელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მთე­ლი დღე”, – აცხა­დებს ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ სურს.

კი­დევ ერთი ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ყვე­ბა, რომ იმ ოთა­ხებ­ში, სა­დაც კა­ცე­ბი ჰყავ­დათ გან­თავ­სე­ბუ­ლი, სრუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია იყო, მათ შო­რის არ იყო არ­ცერთ ოთახ­ში სა­ა­ბა­ზა­ნო.

“ჩვე­ნი ერთი მე­გო­ბა­რი ცოტა ემო­ცი­უ­რია. ეს ად­ვი­ლად შე­ნიშ­ნეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც სრუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი მი­ა­ღე­ბი­ნეს. ხან შუქს აქ­რობ­დნენ ოთახ­ში, ხან ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შე­მო­იყ­ვა­ნეს მას­თან. სა­ღა­მოს ჰკი­თხეს, გული ხომ გაქვს ჯან­მრთე­ლიო და ცალ­კე ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მარ­ტო უნდა ყო­ფი­ლი­ყო,
ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­ცი­ნოდ­ნენ. მერე ეს ბიჭი ცუ­დად გახ­და და ექი­მის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ასე­თი რამ არას­დროს მი­ნა­ხავს, სა­ში­ნე­ლე­ბაა იქ რაც ხდე­ბა. საკ­ვე­ბიც კი იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლია, ვერც შე­ჭამ ნორ­მა­ლუ­რად”, – ამ­ბობს ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა.
იხილეთ ფოტოები
778
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?