"ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში... 2 თვის შვილი დარჩა..."
"ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში... 2 თვის შვილი დარჩა..."
საბერძნეთშ მცხოვრები ემიგრანტები სამწუხარო ამბავს ავრცელებენ:

"23 წლის სოფო წიკლაური.
იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა....
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამიმარს უცხადებს ოჯახს.

...სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“. დამპირდა კიო, თითქოს წ
ამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა...
ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ, ალბათ უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით... დარეჯან ღამბაშიძე".
7086
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?