დედამ ოჯახი 2 წლის წინ მიატოვა ჩინეთის მაცხოვრებელი ტიან ხაიჩენი, 2016 წელს, ტაქსით მგზავრობისას ავტოავარიაში მოყვა და დაინვალიდდა. 2 თვის შემდეგ ცოლმა უფროსი ბიჭი წაიყვანა და სახლიდან წავიდა. მან მოიტყუა, რომ სტუმრად მიდიოდა დედასთან რამდენიმე დღით. იმ დღიდან აღარ გამოსულა კონტაქტზე. ოფიციალური განქორწინება არ გაუკეთებიათ...
მამაზე ზრუნვა 4 წლის ცზია ცზიამ იკისრა. ყოველ დილით გოგონა იღვიძებს დილის 6 საათზე და ნახევარი საათი მასაჟს უკეთებს მამას ფეხებზე. სკოლაში წასვლამდე, უხეხავს კბილებს, პირს ბანს და პარსავს. როდესაც სკოლიდან ბრუნდება - უმზადებს და ასადილებს მამას, შემდეგ კი ეხმარება სახლში გადაადგილებაში.
სანამ ბავშვი სკოლაშია, მასთან მშობლები იმყოფებიან.
- საერთოდ არ ვიღლები, მამის მოვლით, - ამბობს ცზია.
ხაიჩენი გოგონას "თავის ხელებს" უწოდებს. ყველაზე რთული მამის სახლში გადაადგილება და საწოლში გადაბრუნებაა.
გოგონა ამბობს, რომ არ ენატრება დედა, რადგან ასე მოექცა მამას. მაგრამ ძმა ძალიან ენატრება, რადგან ძალიან მეგობრობდა მასთან. ხაიჩენი ვერ მუშაობს, ამიტომ საარსებო ფულს მშობლებს ართმევს, რომლებიც ფერმერები არიან. ხაიჩენი სოციალურ ქსელში აკეთებს პირდაპირ ჩართვებს და აჩვენებს ხალხს თავის ყოფა - ცხოვრების კადრებს. ახლა უკვე 480 000 გამომწერი ჰყავს. მაყურებელი გოგონას "პატარა ანგელოზს" უწოდებს.