"სოფო არის წამებით მოკლული... ბავშვი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო... " - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი
"სოფო არის წამებით მოკლული... ბავშვი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო... " - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი
სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია, მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

AMBEBI.GE ათენ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ემიგ­რან­ტის მე­გო­ბარს ქე­თე­ვან ძი­გუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

"სო­ფოს ერ­თა­დერ­თი სა­უ­კე­თე­სო, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თმა­ნე­თის­თვის დე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. 5 წე­ლია, ორი­ვე ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში ვართ სა­ბერ­ძნეთ­ში. სო­ფოს ჰყავს 2 თვის პა­ტა­რა ალექ­სან­დრე.

სო­ფოს გვა­რი არის შან­ში­აშ­ვი­ლი, წიკ­ლა­უ­რი დე­დის გვა­რია. დე­დის გვარ­ზე უნ­დო­და გა­დას­ვლა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წიკ­ლა­უ­რი ეწე­რა. თუმ­ცა, სა­ბუ­თე­ბით შან­ში­აშ­ვი­ლია და ცხა­დია, პო­ლი­ცი­ას, სა­კონ­სუ­ლოს ასე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წე­რა ისიც, რომ 2 დღის
მკვდა­რია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდა­რი, ეს არა­ვის და­უდ­გე­ნია. დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს სა­ღა­მოს მე­ცო­დი­ნე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

ძი­გუა იხ­სე­ნებს, რო­გორ იპო­ვა მან და კი­დევ ორმა ადა­მი­ან­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის ცხე­და­რი:

"დი­ლი­დან ისე მოხ­და, რომ სოფო ვერ ვი­პო­ვე. სხვა­გან ჩემ გა­რე­შე არ მი­დი­ო­და. სამ­სა­ხუ­რი­დან მას­თან მივ­დი­ო­დი, საჭ­მე­ლი მიმ­ქონ­და ხოლ­მე და ყო­ველ­თვის ერ­თად ვჭამ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ლო­დე­ბო­დით ყა­ვა­ზეც... ამ­ჯე­რად სახ­ლში მას­თან რომ მი­ვე­დი, კარი არა­ვინ გა­მი­ღო, ძა­ლინ ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მით უფრო, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია, არც სმს გა­მო­უგ­ზავ­ნია, ტე­ლე­ფო­ნიც გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, კარი შეგ­ვემტვრია, ამა­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­მეხ­მა­რა..

კარი
პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე შე­ვამ­ტვრი­ეთ, რად­გან სახ­ლი­დან ძაღ­ლის ყმუ­ი­ლი ის­მო­და, თან, არ ვი­ცო­დით და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით მსგავ­სი რამ თუ დაგ­ვხვდე­ბო­და იქ, ამას ვერ ვფიქ­რობ­დით. რომ შე­ვე­დით, ვნა­ხეთ ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი სოფო, ბავ­შვი თა­ვის სა­წოლ­ში იწვა. რო­გორც პო­ლი­ცი­ამ გვი­თხრა, სამ­წუ­ხა­როდ პა­ტა­რა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო... პო­ლი­ცი­ამ თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა, ანუ სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლია.

- სოფო ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სახ­ლში?

- ბავ­შვთან და ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია. ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში და­ქორ­წინ­დნენ, მერე მისი ქმა­რი და­ი­ჭი­რეს. ქმარ­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. მისი ქმა­რიც, იქი­დან რე­კავ­და და რო­გორც მე ვე­ძებ­დი, ისიც ასე ეძებ­და მას.
განაგრძეთ კითხვა
9822
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?