როგორ აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა შვილის პირველი იუბილე (+ვიდეო)
როგორ აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა შვილის პირველი იუბილე (+ვიდეო)
9 ოქტომბერს რუსკა მაყაშვილის ბიჭი, ილია 1 წლის გახდა. მსახიობმა პატარას დაბადების დღე სახლში, მყუდრო გარემოში გადაუხადა. ტკბილეული, ფერადი ტორტი, ლამაზი გაფორმებები, ბუშტები- ეს ყველაფერი ძალიან სადა და ამავე დროს საზეიმო ხასიათის იყო.

რუსკა იმ დედების რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც შვილის ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. მსახიობი ცდილობს, რომ ილიას ფოტოებით გაგვახალისოს და პოზიტიური განწყობა შეგვიქმნას.

რუსკას თაყვანისმცემლები აღნიშნავენ იმას, რომ ილია ძალიან ლამაზი, საყვარელი და მხიარული ბავშვია. ილიამ ბევრი თბილი მილოცვა
მიიღო: „გილოცავთ. ბედნიერ და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ თქვენს უსაყვარლეს და უჭკვიანეს ილიას“, „სიცოცხლე და სიყვარული ბავშვია, დაბადებიდან მის ვიდეოებს ვუყურებ, პატარა კაცი“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
1408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```