ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს
ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს
ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულ ბაზარეც გეგმავს. რებრენდიგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე მომხმარებელს ყავის ახალი პროდუქტი - ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით შესთავაზა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

„დანკინ დონატსმა“ საფირმო პროდუქტის - დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება გააკეთა. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით - „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება.

დღეიდან „დანკინის“ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იტალიურ
ესპრესოზე დამზადებული ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. ახალი ყავის პროდუქტის მომხმარებელთა წასახალისებლად „დანკინში“ აქციაცაა - ყველა მომხმარებელი, რომელიც 5-ჯერ შეიძენს ახალ ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით, მე-6-ს საჩუქრად მიიღებს.

როგორც „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, ამერიკულმა რესტორნების ქსელმა მიზნად დაისახა, რომ მყავაზე მეტი აქცენტი გადაიტანოს.

„როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩებზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. „დანკინის“
ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინ დონატსის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე 3-ის გახსნას გეგმავს.

(R)
162
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```