გოგონა მეთერთმეტე კლასში სწავლობს გუშინ საღამოს, სოფელ ლამბალოში, 17 წლის ჰუსნია მამედოვა მოიტაცეს. როგორც გატაცებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა სოფელ თულარის მკვიდრმა სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. მათივე ინფორმაციით, გოგო სახლიდან, მისივე ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. მათ მანქანაში სავარაუდოდ კიდევ ორი პირი ელოდებოდა.
გოგონას მშობლებმა მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას. გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
როგორც ახლობლები ყვებიან, გოგონა მეთერთმეტე კლასში სწავლობს. დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა სკოლიდან. სახლში მამამისი და 12 წლის და იყვნენ. მამა გარეთ გასულა საქმეზე, ესენი კიდევ თურმე ბაშვებს უთვალთვალებდნენ. საჭმელს ჭამდნენ, შემოვარდნილან სახლში და ისე მოუტაციათ. ბიჭი დაახლოებით 25 წლისაა...