მოდელი ანა ახვლედიანი დედა გახდა
მოდელი ანა ახვლედიანი დედა გახდა
მოდელმა ანა ახვლედიანმა თავისი სილამაზით არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ის თანამშრომლობდა პარიზისა და ინგლისის სამოდელო სააგენტოებთან, ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს. ანას პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვებდა ინტერესს. მას რომანი ჰქონდა ცნობილ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან, თუმცა წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს. შემდეგ იყო ურთიერთბრალდებები პრესის ფურცლების მეშვეობით, საბოლოდ კი მათი გზები გაიყარა.
mshoblebi
ცოტა ხნის წინ ანამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გიგი ბერაიაზე იქორწინა. ანას რჩეულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ წყვილი საოცრად
უხდება ერთმანეთს. ქორწილში ანა ორსულად იყო და მუცლით იწონებდა თავს. რამდენიმე დღის წინ კი ანას და გიგის გოგონა შეეძინათ, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში, თავად მოდელმა შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა: "მადლობა ღმერთს! 11. 10 2018. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, პრინცესა ევა!!!"
mshoblebi
8225
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქმარს რომ გვაცნობ, თვითონ ეს გოგონა ვინ არის?
15
ოპელი, ვერ ევიგე!
18:10 / 14-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```