ერთ დროს მამა-შვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნუგზარ ერგემლიძის ვაჟი - მუსიკოსი გიორგი ერგემლიძე გამოჩნდა. მან მამის ახალგაზრდობა განასახიერა და მისი ცნობილი სიმღერა "თუკი გესიზმრები" შეასრულა.
გიორგი 31 წლისაა. მუსიკალურ ოჯახში დაბადებული ჯერ კიდევ 5 წლიდან ჩაერთო ამ სფეროში - ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა. 10 წლისამ ბებიისგან საჩუქრად სინთეზატორი მიიღო და არანჟირებით დაინტერესდა. 2004 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტზე ჩააბარა.
მისი პირველი ნამუშევარია „გემი მიდის“, რომელიც 15 წლის ასაკში შექმნა. 2002 წელს მამის შემოქმედებიდან სიმღერა „ცხოვრება სცენა“, ხოლო მოგვიანებით ბექა მეტრეველთან „შენ კი სადა ხარ“ შეასრულა. ამჟამად საკუთარ სიმღერებს ქმნის, მღერის, არანჟირებით და პროდიუსირებით არის დაკავებული. ეს მისი ერთ-ერთი ნამუშევარია.
გიორგი ერგემლიძის საავტორო ვიდეორგოლი
წლების წინ გიორგის მამასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და საჯაროდ გამოთქვამდა კიდეც პრეტენზიებს მისი მისამართით:
"მე და დედა უფრო ვმეგობრობთ. მამასთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ის უფრო მძიმეა ჩემთან შედარებით. როგორ გითხრა, თავისი პრობლემები აქვს, არ სცალია ამ ყველაფრისთვის. 26 წლის ვარ... მამაჩემმა მინიმალური ყველაფერი გამიკეთა. ყველა მამა უკეთებს შვილს რაღაცას. რადგან მამაჩემი ცნობილია, ცოტა მეტს ვითხოვ ხოლმე, ისიც ჩემი საქმისთვის და არა ფუფუნებისთვის. მანქანის ყიდვა არასდროს მითხოვია მისთვის. არც მანქანა მყავს, არც სამსახური მაქვს. ფულსაც არ ვითხოვ მამაჩემისგან. ჩემი სტუდია მაქვს, ჩემთვის ელემენტარულ ფულს ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, მე მყოფნის. 14 წლის ვიყავი, პირველი შეკვეთა რომ მივიღე სტუდიაში, 20 დოლარი მომცეს და ძალიან მაგარი გრძნობა იყო. 14 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. მშობლებთან კი ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს, მივდივარ იქ, სადაც მინდა. ბავშვობიდან დიდ ხალხთან ვურთიერთობდი. 17 წლის ვიყავი, მერაბ სეფაშვილთან ერთად რომ ვმუშაობდი ''სანო სტუდიაში'' . მუსიკალურ წრეში ჩემით გავითქვი სახელი. ყველამ იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, მაქებდნენ. ბევრ რამეს ვსწავლობდი..." - წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თუმცა ამჟამად მამა-შვილს მშვენიერი ურთიერთობა აქვს და მამის როლსაც შესანიშნავად გაართვა თავი.