ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვის აღზრდის წესები საგრძნობლად შეიცვალა. ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვის აღზრდის წესები საგრძნობლად შეიცვალა. ახლა მათ პატარობიდან მოდურ სამოსს აცმევენ, განვითრების სხვადასხვა კურსებზე ატარებენ, მათთვის გაჯეტებს ყიდულობენ... ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები თავს დაკარგულად გრძნობენ ამ სამყაროში და გულის სიღრმეში უბედურები და უსუსურები არიან.
1. ბავშვი მოწყენილია, ჩვენ ცუდი მშობლები ვართ
რა ხდება: ვცდილობთ, ბავშვის ყოველი წუთი შევავსოთ გართობით
და თამაშით. ან ვირტუალური გასართობით და მულტფილმით.
როგორ მოვიქცეთ: ხანდახან მაინც აცადეთ ბავშვს განმარტოება, რომ ფანტაზია განუვითარდეს.
2. "ახლა სწრაფად მოვაგვარებთ შენს პრობლემას, ოღონდ არ იტირო"
რა ხდება: ბავშვის ყველა ჭირვეულობა მომენტალურად სრულდება. გინდა ნაყინი, ახლავე გიყიდი, მოგბეზრდა ძველი მანქანა, ახლავე წავალთ მაღაზიაში და ახალს აარჩევ. აი, ჩემი ტელეფონი, ითამაშე, სანამ დაჯდება.
როგორ მოვიქცეთ: ბავშვი, რომელიც ძველი თოჯინით თამაშობს და ახლის საყიდლად ისტერიკებს არ აწყობს, დიდობაში მარტივად აღიარებს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას სურს.
3. "უბრალოდ თამაშობს"
რა ხდება: ზოგიერთი მშობელი ვერ აანალიზებს, რომ თამაშის დროს, მისი შვილი სხვა ბავშვს ჩაგრავს. სიტუაცია ისეთია, როგორც ანეკდოტში: "დათა, ნუ ურტყამ ბავშვს თავში ნიჩაბს, გაოფლიანდები"...
როგორ მოვიქცეთ: ბავშვი მშვენივრად ხვდება რას აკეთებს. ამას თავად უნდა ასწავლოთ საზოგადოებაში მოქცევის წესები. ბავშვმა არ უნდა დაჩაგროს თავისზე სუსტი, იცოდეს "მადლობისა" და "უკაცრავად" თქმა.