ეს ლექსი მისი ოჯახის წევრმა დაკეცილი გრაგნილის სახით გადმომცა დღეს როგორც იცით, მწერალი, პოეტი, ქველმოქმედი და უბრალოდ კარგი ადამიანი ანა ლაშხელი ონიანი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მის მეგობრებს შორის იყო მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე, რომელმაც მის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა, ანას ლექსზე დაწერილი.
გოჩა ჭაბუკაიძე:
"ანა ლაშხელი ონიანის ხსოვნას; სიმღერა მისივე ლექსზე "სიზმარი".
თვითონაც სიზმარივით იყო ჩვენს შორის... ეს ლექსი მისი ოჯახის წევრმა დაკეცილი გრაგნილის სახით გადმომცა დღეს.
"სიზმარი არ იყოს. რომ მყავხარ,
სიკეთეს შეშურდეს იქნება,
მიწიდან ცამდე რომ მიყვარხარ,
ამას ხომ ყველა ვერ მიხვდება.
სიზმარი არ იყო, მაცადე,
დაგხატო, დაგწერო, გიყურო.
დაგმალო, არ მინდა, გაცხადდე...
რომ გულში სისხლივით გიგულო.
გაჩუმდი, სიტყვებში ნუ ჩნდები.
მაცადე ლექსებით გხედავდე.
სამყაროს იმდენად უხდები,
შენზე ფიქრს არ უნდა ვბედავდე.
სიზმარი არ იყოს, რომ მყავხარ,
ოცნების ლამაზი შედევრი.
ნაბიჯებს ფიქრებთან მოჰყავხარ -
სიცოცხლე ამ ფიქრით შევძელი".
ანა ლაშხელი-ონიანი