ტრანსილვანიელი ლამაზმანი დღემდე ყველაზე დაუნდობელ სერიულ მკვლელად ითვლება ელიზაბეტ ბატორმა მსოფლიო ისტორიაში სისხლიანი კვალი დატოვა, თუმცა ბოლო დროს მკვლევარები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ უნგრელი არისტოკრატი სინამდვილეში მკვლელი კი არა, პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი იყო. ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს მოსაზრება მართებულია, თუმცა შემოგთავაზებთ ფაქტებს ამ ქალბატონის შესახებ, დასკვნა კი თავად გამოიტანეთ.
ტრანსილვანიელი ლამაზმანი დღემდე ყველაზე დაუნდობელ სერიულ მკვლელად ითვლება. იგი გინესის რეკორდების წიგნშიც კი არის შეტანილი, როგორც ქალბატონი, რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. არსებობს ცნობა, რომ მსხვერპლთა ოფიციალური რიცხვი 650-ს უტოლდება.
სასურველი სარძლო
ელიზაბეტი 1560 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. მისის დედა პოლონეთის მეფის, სტეფან ბატორის და გახლდათ. გოგონა უნრეთში ძალიან ცნობილი და გავლენიანი გვარის შთამოავალი გახლდათ. მამაც ამ გვარის წარმომადგენელი იყო, თუმცა სხვა შტოსი. იმ დროში შორეული ნათესავების ქორწინება უნგრეთში იშვიათობას როდი წარმოადგენდა.
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბატორი ენათესავებოდა ვლად დრაკულას ცნობილ გავარსაც. ეს ფაქტი დადასტურებული არ არის, თუმცა რომ დადასტურებულიყო ბევრ რამეს დაალაგებდა თავის ადგილზე.
გრაფინიას ბიოგრაფები ერთხმადა აღნიშნავენ, რომ ბავშვობიდან ელიზაბეტი არა მარტო ფიზიკური თვისებებით გამოირჩეოდა, რისი წყალობითაც ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონის სახელი მოიხვეჭა, არამედ ინტელექტითაც. ყმაწვილქალობაში ელიზაბეტი სრუყოფილად ფლობდა სამ ენას - გერმანულს, ბერძნულსა და ლათინურს. იგი უნგრეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ჭკვიან გოგონად ითვლებოდა.
გრაფინია და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. გადმოცემის თანახმად, მშობლები ბავშვებს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურადაც კი სჯიდნენ ხოლმე. ამბობენ, ამის შემყურე 10 წლის ელიზაბეტი თავადაც ხშირად უსწორდებოდა მოახლეებს, მათ მათრახით გონის დაკარგვამდე სცემდა ხოლმე, თუმცა არც ეს ინფორმაციაა დადასტურებული.
როდესაც გოგონა 10 წლის იყო მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ დრო იყო იგი გაეთხოვებინათ და ელიზაბეტი 15 წლის ბარონ ტამაშ ნადაშდის ვაჟზე, ფერენცზე დანიშნეს.
ქორწინება
როდესაც ელიზაბეტს 15 წელი შეუსრულდა ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ქორწილს 4 000 ადამიანი ესწრებოდა. სიძე მალევე სასწავლებლად ვენაში გაემგზავრა, ახალგაზრდა მეუღლე კი მარტო დატოვა.
ბატორისა და ნადაშდის ოჯახური ცხოვრება ისეთივე გახლდათ, როგორიც სმეფო კარის სხვა წარმომადგენლების, ნადაშდი უნგრეთის ჯარს სარდლობდა, იმ დროს უნგრეთი თურქეთს ებრძობდა, მისი ცოლი კი აჩენდა შვილებს და უვლიდა ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი სახლში იშვიათად იყო, ქვეყანას 6 მემკვიდრე მოევლინა.
სისხლიანი გრაფინიას ქმარი, ფერეც ნადაშდი სასტიკი ადამიანი გახლდათ.
იგი ძალიან ეჭვიანიც იყო. გრაფინია ძალიან მალე მიხვდა, რომ სასტიკი ქმარი მის სილამაზესა და სიმშვიდეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ასე რომ, ქორწინებიდან ძალიან მალე ელიზაბეტმა საყვარელი გაიჩინა, ერთ-ერთი მოსმსახურე. როდესაც მისმა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, მამაკაცს კასტაცია გაუკეთა და დასაგლეჯად ძაღლებს მიუგდო.
ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, თუმცა 3 წლის შედეგ ქმარი გარდაიცვალა, არსებობს ეჭვი, რომ მას ამაში ცოლი დაეხმარა.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს
ფერენცის გარდაცვალბის დროსვე უკვე დადიოდა ხმები იმის თაობაზე, თუ როგორ უმოწყალოდ ხოცავდა ხალხს მისი მეუღლე. დღემდე უცნობია, თუ როდის დაიწყო ადამიანების ხოცვა ელიზაბეტმა. არსებობს ლეგენდა, თითქოს მან პირველი მკვლელობა 20 წლის ასაკში ჩაიდინა.
იგი ძალიან განიცდიდა, რომ მისი სილამაზე ნელ-ნელა ქრებოდა, არ იცოდა, როგორ დაებრუნებინა ახალგაზრდობა.
ერთხელ ბატორიმ მოახლეს ისე დაარტყა, რომ ცხვირი გაუტეხა. სისხლი ელიზაბეტს შეესხა. ცოტა ხანში მან შენიშნა, რომ იმ ადგილას, სადაც სისხლი მოხვდა კანი უფრო ნაზი და ლამაზი გაუხდა.
გადმოცემის თანახმად, ამის შემდეგ ელიზაბეტმა რამდენიმე გოგონა მოკლა დ მათ სისხლში იბანვა. ის თანდათან შეიჭრა როლებში, მარტო მოახლეები როდი აკმაყოფილებდა, მეზობელი დასახლებიდანაც კი ატაცებინებდა გოგონებს.
განსაკუთრებული სისასტიკით
სილამაზის გამო მკვლელობების და სისიხლიანი აბაზანების შესახებ ვერსია ისტორიაში დღემდე არსებობს.
ასევე ამბობენ, რომ ის არა მარტო ხოცავდა გოგოენბს არამედ განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდა ხოლმე მათ. ერთი გოგონა მას დაუწვავს კიდეც.
მიუხედავად ყველაფრისა, მეფე უძლური იყო ელზაბეტის წინაშე, მას ეშინოდა ბატორების გვარის. თუმცა მოგვიანბეით იძუებული იყო გამოძიება ჩაეტარებინა. ამ საქმეზე მაშინ 300 ადამიანი დაიკითხა.
გამოძიება
1610 წელს გამოძიებას საკმაოდ დაუგროვდა ელიზაბეტის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების ფაქტების დამადასტურებელი მასალა. მეფე იმდენად განარისხმა გამოძიების შედეგებმა, რომ გადაწყვიტა ელიზაბეტისთვის სიკვდილი მიესაჯა, თუმცა მას გადააფიქრებინეს.
თუმცა გამწარებული შვილმკვდარი დედები დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. არსებობს ვერსია, რომ დაკავების დროს ელიზაბეტი სისხლის აბაზანას იღებდა. იგი ოთახში ამოქოლეს, ოთახს მხოლოდ პატარა ხვრელი დაუტოვეს, საჭმილს მისაწოდებლად და ჰაერისთვის. გრაფინია 1614 წელს გარდაიცვალა.
შეთქმულების მსხვერპლი
წლების შედეგ გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ელიზაბეტის შესახებ გახლდათ ფაბრიკაცია და არაფერი მეტი. გრაფინია გახა იმ ადამიანების მსხვერლი, რომელთაც მისი მიწების მითვისება სურდათ. ასევე არსებობს ვერსია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობდათ ბატორის გავლენიანი გვარის დაბრუნება და ეს ყველაფერი სწორედ მის გასანადგურებლად იყო მიმართული.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ცნობილ ჩახტიცის სასახლეში მართლაც აღმოაჩინეს გვამები.
დღეს ვერავინ იტყვის, ეს ქალბატონი მართლაც სასტიკი მკვლელი გახლდათ თუ შეთქმულების მსხვერპლი, ერთი რამ კი ნათელია, ამბავი მისი შესახებ გულგრილს ვერავის ტოვებს, განსაკუთრებით კი მწერლებსა და სცენარისტებს.