როგორ გადამარჩინა ყოფილმა შეყვარებულმა ღამის 9 საათზე, როცა ქმარი მივლინებაში იყო
შვილების ავადმყოფობა - ეს ისეთი რამაა, რასაც ვერასოდეს ვეჩვევით და რის თავიდან აცილებასაც ყველანაირი ხერხით ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის.
იმ მომენტში, როცა დედის ხელი შვილის შუბლზეა და მომატებულ გრადუსებს გრძნობს, ძალიან ბევრი ემოცია ეძალება: ბრაზი, დაბნეულობა, გულისტკენა, მწუხარება, თანაგრძნობა. ამ შეგრძნებებს თუ ისიც დაემატება, რომ სახლში წამალი არ გაქვს, ან შუა ღამეა, აფთიაქში ვერავის გაგზავნი, შენ კი ბავშის დატოვება არ შეგიძლია - მაშინ შეიძლება დეპრესიაც კი დაგემართოს, მაგრამ ამით ვის უშველის სასოწარკვეთილი დედა?
მით უმეტეს პატარას, რომელიც უკეთ ნამდვილად ვერ გახდება, როცა დედას ცხვირპირი ჩამოსტირის, ან მამას ეჩხუბება, რატომ არ ჩააცვა თბილად, როცა სასეირნოდ მიჰყავდა.
ჰო, ეს სიტუაცია ალბათ ყველასათვის ნაცნობია. განსაკუთრებით კი იმ დედებისთვის, რომელთაც შვილებიც ბაღში დაჰყავთ და ხშირად უხდებათ ავად. მეც ერთ-ერთი ასეთი დედა ვარ. ჩემი შვილი ვირუსებისგან ვერაფრით დავიცავი. ხან სურდო აქვს, ხან ახველებს, ახლა კიდევ, მაღალი სიცხე მისცა და ყელიც ასტკივდა. ჯანდაბა, ზოგჯერ როგორ ცუდად მიეწყობა ხოლმე მოვლენები...
ახლა, საღამოს რვა საათია და ყველაფერი რიგზე ნამდვილად არაა! ჩემს შვილს სიცხე აქვს და ყელი სტკივა, ქმარი მივლინებაშია, წამლები გაგვთავებია, აფთიაქი შორსაა, მე კიდევ, ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს... ახლოს რომ იყოს, უცბად ჩავირბენდი, მაგრამ ნიაკოს მარტო დარჩენის ძალიან ეშინია. არც მანქანა მყავს, რომ თან წავიყვანო... ამ ქარში და სიცივეში კი სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება!
სიცხის დამწევი წამლის გამო კი სასწრაფო როგორ გამოვიძახო? ელემენტარულად, შემრცხვება ექიმის.
სხვა გზა არაა, ტელეფონს ვიღებ და დაქალს ვურეკავ, რომელსაც მანქანა ჰყავს და შედარებით ახლოსაც ცხოვრობს.
საერთოდ, საშინლად არ მიყვარს ადამიანების შეწუხება. ამჯერადაც, სანამ წამლის მოტანა ვთხოვე, ერთი სიკვდილი გავათავე.
- ახლავე წამოვიდოდი, მაგრამ თელავში ვარ! - მითხრა დამწუხრებულმა ქეთიმ. მერე, რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა, თუ ვისთვის შეიძლებოდა მეთხოვა წამლების მოტანა.
ქეთის ორი პატარა ბავშვი ყავს, ვერ შევაწუხებ. ჩემი ბიძაშვილი ლალი სანამ ჩემთან გამოვა, ვირი ხეზე სეირნობას დაიწყებს. თაკომ ცოტა ხნის წინ ქმარი ღალატში გამოიჭრა და ახლა ჩემი წამლების თავი ნამდვილად არ ექნება... მოკლედ, ყველა ვერსია სათითაოდ გამოვრიცხე და სასოწარკვეთილი ჩამოვჯექი ნიაკოს საწოლთან.
ხუთი წუთიც არ იყო გასული, როცა მობილურზე ქეთის ზარი შემოვიდა.
- გოგო, სულ გამოვშტერდი! წამლებს მომიტანე მოგიტანს!
- ვინ? - დავიბენი.
- Momitane.ge არ იცი? ახალი საიტია. ონლაინ მაღაზია. ონლაინ ყიდულობ პროდუქტებს და მაქსიმუმ ერთ საათში სახლში მოაქვთ... ხოდა, ახლა შევედი და წამლებიც ქონიათ!
თუ გაინტერესებთ, კიდევ რა იყიდება Momitane.ge-ზე, გადახედეთ არჩევანს
- რა მაგარია, ქეთი, ახლავე ვნახავ!
გახარებული ვეცი კომპიუტერს და საჭირო წამლები შევიძინე. თან, პური, მაწონი და კიდევ რამდენიმე პროდუქტიც მივაყოლე, რომ დილით მარკეტში აღარ ჩავსულიყავი. იქვე სათამაშოების კატეგორიასაც წავაწყდი, ერთი დათუნიაც გამოვიწერე სიცხიანი პატარას გასახალისებლად.
ნახევარ საათში კარზე ზარი დარეკეს. გახარებული გავქანდი, რომ გამეღო. რას ვხედავ? კარის ზღურბლზე ჩემი პირველი სიყვარული, ჯაბა არ დგას? რომელიც თხუთმეტი წლისას ცალმხრივად შემიყვარდა და სამი წელი მასზე ვიყავი შეთხლეშილი. ჩემ მეზობლად ცხოვრობდა და ძალიან ავი ძაღლი ჰყავდა. შავი დობერმანი. დილიდან ჩასაფრებული ვიყავი, როდის გამოიყვანდა სასეირნოდ, რომ აივნიდან დამენახა. ისიც ჩუმჩუმად აპარებდა ხოლმე თვალს ჩემკენ და უცნაურად ეღიმებოდა.
ყველაზე ბედნიერი დღე იცით რომელი იყო? თუთის ხეზე რომ ავძვერი და ვეღარ ჩამოვდიოდი. სწორედ მაშინ გამოიარა და დახმარება შემომთავაზა. ორივე ხელი წელზე მომკიდა და ჩამომსვა. მახსოვს, როგორ დამეხვა სიამოვნებისგან თავბრუ და ლამის მკლავებში ჩავუვარდი გულწასული. რა არის მაინც ეს ბავშვობა... მერე, ვიღაც გოგოსთან ერთად ჩნდებოდა ეზოში და ერთ ზაფხულსაც, მეზობელმა „მახარა“, რომ თურმე გაპარულან.
- სად ეჩქარებოდა? 18 წლის იყო.... ჰოდა, წარმოიდგინეთ რა დამემართა, როცა ჩემ კართან დავინახე ატუზული. ხელში პარკი ეჭირა. აშკარად მიცნო და დაბნეული მომესალმა.
რა საოცრებაა... ნეტა ქეთიმ ხომ არ დაურეკა და სთხოვა, ჩემთვის წამალი გამოეტანა? ქეთი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით, მისი ძმა ჯაბასთან ძმაკაცობდა... - ამ უცნაურობის ახსნის ნაცვლად, თავში აბსურდული აზრები ერთმანეთში ამეხლართა.
- გამარჯობა... ეს თქვენ შეუკვეთეთ, ხომ? - მისმა ხმამ გამომაფხიზლა და მზერა პარკებზე გადავიტანე, რომელიც ხელში ეჭირა. მასზე დაბრენდილი ლოგოთი მივხვდი, რომ ჯაბამ იმიტომ მომიტანა წამლები, რომ „მომიტანეს“ კურიერი იყო...
- აა... კი... ჩემია! მოიცა, შენ ხომ ჯაბა ხარ?
- კი, ჯაბა ვარ... და შენ - ანი... გვარი არ მახსოვს... მგონი ჩემს მეზობლად ცხოვრობდი...
- კი, ნამდვილად ასეა!
- ერთხელ ხეზე შერჩი, გახსოვს? ვერ ჩამოდიოდი და მე დაგეხმარე...
სახეზე უხერხულმა ღიმილმა გადაურბინა.
- შენ კიდევ 18 წლისამ მოიყვანე ცოლი.
ჯანდაბა, მეც არ ვიცი ასე რატომ ვუთხარი. რა ჩემი საქმე იყო მისი ცოლი?
- კი, ასეა! მოიცა, შენ როგორ გახსოვს?
- ჰო, რავი... რატომღაც დამამახსოვრდა.
- კარგი- მიღიმის და პარკს მიწვდის, გამიხარდა, რომ გნახე...
- მეც! აბა, წარმატებები!
კარი დავხურე და ღრმად ამოვისუნთქე. რაღაცნაირად ის მომენტი გამახსენდა, ხიდან რომ ჩამომსვა... არა, მაინც რა არის ეს პირველი სიყვარული, არა?..