"ჩემი მაქსიკო ამჯერად დაპატიმრებას გადაურჩა" სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კიდევ ერთი ამბავი აიტაცეს - პატარა ბიჭუნას ხმაურით შეწუხებულმა მეზობელმა ბავშვის "მოსარჯულებლად" პატრული გამოიძახა. ამის შესახებ ბავშვის დედა წერს:
"ჩემი მაქსიკო ამჯერად დაპატიმრებას გადაურჩა, მეზობლის შეწუხებისთვის და ხმაურისთვის გაფრთხილება მიიღო, პირობა დადო, რომ არ იხმაურებს, ვერც გაიგო, რა ხდებოდა. ეგონა, სტუმრები მოუვიდნენ და კარგად გაერთო" - ნათქვამია დედის პოსტში, რომელსაც ამ ამბის ამსახველი ფოტოც ერთვის - გახალისებული პატრულის თანამშრომლები პატარა მაქსიკოსთან ერთად პოზირებენ.
სოციალური ქსელი მომხმარებლებიც კარგად გაერთნენ ამ ამბით და მეზობელს აკრიტიკებენ.
"მეზობლებო, შორს,მაქსიმესგან!"... "გადარჩენილები არიან ჩემი შვილები", "მაქსი, მაგარი ბიჭი ხარ, მასე გააგრძელე" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.