"დუტა ხშირად მანებივრებს გემრიელი კერძებით..." - როგორია დუტასა და მარინას შემოქმედებითი გარემო და რას საქმიანობს დუტას ცოლ-შვილი
"დუტა ხშირად მანებივრებს გემრიელი კერძებით..." - როგორია დუტასა და მარინას შემოქმედებითი გარემო და რას საქმიანობს დუტას ცოლ-შვილი
მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლე მარინა ნაცვლიშვილი დიზაინერ-იუველირია. ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომის ნომერში დუტასა და მარინას მცხეთის აგარაკის დათვალიერება შეგიძლიათ და დიზაინერის საოცარი ნამუშევრების. ასევე ვრცელი ინტერვიუსი, რომლის მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

- სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად გრძნობდე ადამიანი თავს.


- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის, როცა ყოფითი პრობლემებისა და საქმისგან დაღლილი შეიხურავთ კარს და რჩებით შინ მარტო?

- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს

დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.


- თქვენი მუდმივი საცხოვრებელი სახლი ჰგავს ამ სახლს, თუ ის სხვა სტილში გაქვთ მოწყობილი?

- თბილისის სახლი თითქოს რაღაცით ჰგავს ამ სახლს. უბრალოდ იქ ძველი და თანამედროვე სტილის მიქსია. ზოგადად ყველა ჩემი სახლი ჰგავს ერთმანეთს, რადგან ჩემს თვალს როგორც სიამოვნებს, ისე ვაწყობ ყველაფერს. რაც უფრო ბევრი ნივთია ოთახში, მით მეტად მომწონს გარემო. ამას ცოტა მიპროტესტებენ ოჯახის წევრები. ჩემთვის ყველა ნივთი რაღაცასთან არის დაკავშირებული. წლებია მათ ვაგროვებ, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და ძვირფასია ჩემთვის.


- დუტა რამდენად იყო ჩართული რემონტის პროცესში?

- დუტაც ბოლომდე იყო ჩართული რემონტის პროცესში. ძალიან

ბევრი რამე საკუთარი ხელით გააკეთა. კარგად ერკვევა სარემონტო სამუშაოებში. ფაქტობრივად ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს.

mshoblebi
დუტასა და მარინას მცხეთის სახლის ფრაგმენტი

- ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, დიდ დროს ატარებს გადაღებებზე, სამსახურში. თქვენც არანაკლებ დატვირთული ხართ დღის განმავლობაში. რა დროს ატარებთ სახლში ერთად?

- ძირითადად საღამოობით ვართ ერთად შინ. ძალიან იღლება, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ დაისვენოს. თუ ხასიათზეა, თავისი სურვილით სახლში ბევრ საქმეს აკეთებს. თუ თვითონ დასვენება უნდა, მაშინ არ ვაწუხებთ.


- როგორი კულინარი ხართ? გემრიელი კერძებით თუ ანებივრებთ მეუღლეს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, დუტა თვითონ მანებივრებს გემრიელი კერძებით. მე არ მიყვარს კერძების მომზადება. რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის, მაგრამ მაინც მირჩევნია, სხვამ გამანებივროს ამ მხრივ...


- ყველაზე კარგად რა კერძი გამოსდის?

- განსაკუთრებით ხორცთან ურთიერთობა უყვარს. ხორცის და თევზის უგემრიელეს კერძებს ამზადებს.


- რომელიმე შვილს თუ გამოჰყვა თქვენი შემოქმედებითი ნიჭი?

- ორივე ძალიან კარგად ხატავს. უმცროსი არაჩვეულებრივად ძერწავს, საოცარ რაღაცებს აკეთებს. მომავალში რას აირჩევენ პროფესიად არ ვიცი, მაგრამ შემოქმედებითი ნიჭი ორივეს გამოჰყვა.


ინტერვიუ ვრცლად და ბევრი საინტერესო ფოტო იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, შემოდგომის ნომერში.
mshoblebi
9216
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
0
დუტა მცხეთაში(ნარეკვავზე) ,ზედა ღობე გამოცვალე,ეზოს არ უხდება.
19:58 / 19-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```