არავის აქვს უფლება სამეფო ოჯახის წევრებს ხელით შეეხოს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტურნეს ფარგლებში დაბოში ათასობით ფანს შეხვდნენ. როცა ბავშვებთან შეხვედრის დრო დადგა, ერთმა ბიჭუნამ სამეფო პროტოკოლი დაარღვია და ჯერ პრინცის წვერებში ხელის თათუნით იჯერა გული, შემდეგ კი პრინცესას ჩაუვარდა მკლავებში.
სამეფო ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება სამეფო ოჯახის წევრებს ხელით შეეხოს. ამის მიუხედავად, 5 წლის ლუკ ვინსენტის გულწრფელმა ემოციებმა პრინცი და პრინცესა ძალიან გაახალისა. როგორც მასწავლებელმა მოგვიანებით განმარტა, ლუკისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი სანტა კლაუსია, რომელსაც გრძელი წვერი აქვს. ამიტომაც დაინტერესდა ლუკი პრინცის წვერით, არც ჰარი ყოფილა ამის წინააღმდეგი თუმცა, საბოლოოდ ბიჭუნამ მაინც თბილად მომღიმარი მეგანი აირჩია ჩასახუტებლად.