გასულ წელს გოგონა Burberry-ის სახე გახდა და ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო ახალი თაობა ცვლის ძველ თაობას და ასე იქნება მუდამ. ასევე მოხდა ჯუდ ლოუს შემთხვევაშიც, რომელსაც იცნობენ ფილმებიდან "ნიჭიერი მისტერ რიპლი", "ცივი მთა", "შერლოკ ჰოლმსი" და სხვა.
უმცროსი გოგონა პირველი ქორწინებიდან, არაჩვეულებრივი აირის ტალულა ელიზაბეტ ლოუაა. ჟურნალ "ვოგის" ფურცლებზე ის 12 წლის ასაკში გამოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. დამოუკიდებელი მოდელი15 წლის ასაკში გახდა. გასულ წელს გოგონა Burberry-ის სახე გახდა და ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
მართალია, შვილის პოპულარობისთვის მშობლებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ამაში აირის დამსახურებაც დიდია. ის ძალიან მიმზიდველი, მომხიბვლელი და ფოტოგენურია. იცის კამერის წინ მოქცევა. პოზირება არაჩვეულებრივად გამოსდის.
აირისმა მამისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღო: შთამბეჭდავი გამოხედვა, ლამაზი ნაკვთები და არაჩვეულებრივი ღიმილი. მოკლედ, ყველაფერი, რაც ქმნის ქარიზმას.
რაფერტი ლოუჯუდი ლოუს უფროსი ვაჟია. მასაც, ისევევ როგორც მის დას, სამოდელო საქმიანობაში გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობს Dolce & Gabbana-ს ბრენდთან.
25 ოქტომბერს აირისი 18 წლის ხდება. ის დამოუკიდებლად იღებს ამა თუ იმ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებას. ახლახანს მისით დაინტერესდა TESS-ის სააგენტო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.