"ეჰ, დამაგდეს მარტოკაი. როგორ ძნელია, ხმის გამცემი არცვინ არაა"
პედაგოგმა ნაზი ჩოფიკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა მე-4 კლასელი ყანობელი ბიჭის, ილია კურკუმელის ნამუშევარი - "ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი".
"ეჰ, დამაგდეს მარტოკაი. როგორ ძნელია, ხმის გამცემი არცვინ არაა. კატავ... ნუნუ... გუგულ, შენ შაისვენოდე. დავიღალე, ბეჩა, მარტოკაი. თოლები დამებრიცა გაღმა ცქერითა. მაიცა, რაიღაც "მარშუტკაი“ მოდის. ჩემები არიან? ეჰ, ვინ მამცა მაგის ბედი. მაგიტომ მიყვარს ზაფხული, გადმოვა ჩემი პატრონი ხიზნითა, ახმიანდება კარ-მიდამო. ნეტავ, იცოდნენ, როგორ მიყორან და მენატრებიან. როდის გავა ეს სუსხიანი ზამთარი, მამრე გაზაფხული. ჩამაჰყრის ახლა და სინამ ზაფხული არ მოვა ვეგდები გონჯი გონჯურადა. აბა, რას ვიზავ?! ქალაქჩი ჯობიაო და ...“ - წერს ილია კურკუმელი თავის ნამუშევარში.