ირაკლი კუტალაძე მეორე ცოლთან ერთად ქართველების მდიდრულ ქორწილში გამოჩნდა
ირაკლი კუტალაძე მეორე ცოლთან ერთად ქართველების მდიდრულ ქორწილში გამოჩნდა
როგორც იცით, ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მერე, რაც მისი და მომღერლის ქორწინება სკანდალურად დაირღვა, ბევრი დრო გავიდა. ირაკლი კუტალაძეს კავშირი არ გაუწყვეტია შვილთან და პატარა ელენესთან დიდ დროს ატარებს - ხშირად მიჰყავს დასასვენებლად და ერთობლივ ფოტოებსაც დებს ხოლმე.

არც ისე დიდი ხანია, მას რუსეთში მეორე ქალიშვილიც ეყოლა. გოგონა მან საქართველოშიც ჩამოიყვანა და მასთან და ელენესთან ერთად ოჯახური ფოტოებიც გადაიღო. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები
წერენ, რომ გოგონები ძალიან გვანან მამას და - ერთმანეთს.
mshoblebi

mshoblebi
ნეფე-პატარძალი

ირაკლის ახალი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავს ქართველი მეუღლისადმი სიყვარულს. წყვილი ბოლოს ქართველების ქორწილს დაესწრო ერთად - იტალიაში იმყოფებოდნენ გურამ ონიანის ქორწილში და როგორც ჩანს, შესანიშნავად გრძნობენ ერთად თავს.
mshoblebi
ქალიშვილებთან ერთად


38344
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
22.08.
0
კუტალაძეებს მოსკოვში კარგი რეპუტაცია და ოჯახი აქვთ.
20:36 / 27-10-2018
+++
1
რა საჭიროა ან ბადურაშვილის ლანძღვა ან კუტალაძის? ვერ ააწყეს ცხოვრება... კი ბატონო, არ არის სასიამოვნო, მაგრამ... რაც მთავარია, საერთო შვილი ჰყავთ. ღმერთმა ყველაფერი კარგი მისცეს ბავშვსაც და მის მშობლებსაც. რომელიმე მათგანმა რაიმე დაგვიშავა?! გარეგნულ მონაცემებზე კი ყურადღების გამახვილება არ არის სწორი... ბოლოსდაბოლოს, რომელი ჩვენთაგანია სრულყოფილი?!
22:28 / 25-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი