გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ!!!!! ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა - გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა. სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან. მან მორიგი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში:
"გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ!!!!!
დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ დავლაპარაკებოდი ერთ ოჯახს, რომელსაც შეკითხვები ჰქონდა ლურჯ ვეშაპთან დაკავშირებით. დავრეკე... ვესაუბრე მშობლებს და შევთავაზე შეხვედრა. მითხრეს, რომ ვერ შემხვდებოდნენ, რადგან 29-ში მათი შვილის 40-ია. ყველამ მინდა კარგად გაიაზროთ რას ნიშნავს როცა მშობელი ამ ფრაზას წარმოთქვამს.... მე ვიცი... და კიდევ ბევრმა ოჯახმა იცის.....
"მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი..."
ამას ვწერ იმისთვის, რომ არ მოდუნდეთ!!! თამაში იღებს ფართო მასშტაბებს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება. თამაში რეალურია. მენტორები ქართულად მოსაუბრე ხალხი.
გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ და კიდევ ერთხელ აუხსენით ბავშვბევს, რომ არ უნდა ეშინოდეთ.
ყველაზე ხშირად ბავშვები სწორედ შიშის გამო ნებდებიან თამაშს..."
რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა