პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ტურნე მორიგი აჟიოტაჟით გრძელდება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ტურნე მორიგი აჟიოტაჟით გრძელდება. ტონგას სამეფოში სტუმრობისას ყველამ შენიშნა, რომ სასექსის ჰერცოგინიას ეფექტურ წითელ კაბაზე ფასმაჩვენებელი იარლიყი ეკიდა. როგორც ჩანს. პრინცესას მისი მოცლა დაავიწყდა. პაპარაცებმა ფასიც ამოიკითხეს - მეგანს 345 ევროდ ღირებული კაბა სცმია, რომელიც ცნობილი ბრენდის Pleated Floral Gown-ს ქმნილებაა.
ტონგამდე მანამდე წყვილმა ფიჯის კუნძულები მოინახულა, იქედან გადმოფრენის შემდეგ მეგანი თვითმფრინავიდან ტონგას აეროპორტში ახალი სამოსით გამობრძანდა. როგორც ჩანს, სწრაფად მოუხდა გამოცვლა და სიჩქარეში იარლიყი კაბაზე შერჩა.
კაბასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობა მეგანს ადრეც გამოუცდია. ერთ-ერთ წვეულებაზე ის და ჰარის ყოფილი შეყვარებული ეფრთნაირი კაბებით გამოჩნდნენ - სხვაობა მხოლოდ ფერში იყო.